უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

26 მარტი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 26 მარტი

წლის 86-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 280 დღე.

საეკლესიო კალენდარი

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (846); მოწამისა საბინესი (287); მოწამეთა: აფრიკანესი, პუპლისა და ტერენტისა (III); მოწამისა ალექსანდრესი (305-311); მოწამისა ქრისტინე სპარსისა (IV); ღირსისა ანინე ხუცისა.

მღვდელმთავარი ნიკიფორე დიდმოხელე იყო დედოფალ ირინეს სასახლის კარზე. მას შემდეგ, რაც მან მონაზონება მიიღო, სახელი გაითქვა თავისი კეთილმსახურებით და 806 წელს საპატრიარქო ტახტზე აიყვანეს. ის თავგამოდებით იბრძოდა ხატბრძოლის წინააღმდეგ, ამიტომ 815 წელს კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს. 846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს წმიდა ნაწილები იპოვეს. ისინი კუნძულ პროკონისიდან კონსტანტინეპოლში გადაიტანეს და ჯერ წმიდა სოფიოს ტაძარში დაასვენეს, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში გადაიტანეს.

წმიდა მღვდელმოწამე პუპლი, ათენის ეპისკოპოსი, ცხოვრობდა II საუკუნის დასაწყისში. საეპისკოპოსო კათედრაზე იგი მემკვიდრე იყო წმიდა მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელისა.

წმიდა მოწამე საბიანე ეგვიპტეში ევნო 287 წელს.

წმიდა მოწამეები აფრიკანე, პუბლიოსი და ტერენტი III საუკუნეში ევნენ ქალაქ პეტრაში.

წმიდა მოწამე ალექსანდრე ხუცესი იყო ქალაქ პიდნაში. თავისი ქადაგებით წმიდანმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. იმპერატორ მაქსიმიანე გალეროსის მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს წმიდა ალექსანდრე სასტიკად აწამეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

წმიდა ქალწული მოწამე ქრისტინე სპარსი ქრისტეს სარწმუნოების აღიარებისთვის მათრახის ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე.

დაიბადნენ:

1675 — ვახტანგ VI, ქართლის მეფე, პოეტი. გარდაიცვალა 1737 წელს.

1874 — რობერტ ფროსტი, ამერიკელი პოეტი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1898 — არნოლდ ჩიქობავა, ენათმეცნიერი. გარდაიცვალა 1987 წელს.

1899 — შალვა ამირანაშვილი, აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. გარდაიცვალა 1975 წელს.

1911 — ტენესი უილიამსი, ამერიკელი მწერალი და დრამატურგი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1916 — კრისტინ ბემერ ანფინსენი, ამერიკელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1939 — გურამ დოჩანაშვილი, მწერალი.

1945 — ნოდარ ჟვანია, მუსიკოსი, პროფესორი.

გარდაიცვალნენ:

1827 — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, დიდი გერმანელი კომპოზიტორი.

1892 — უოლტ უიტმენი, ამერიკელი პოეტი.

1918 — კლოდ დებიუსი, ფრანგი კომპოზიტორი.

1923 — სარა ბერნარი, ფრანგი მსახიობი.

1945 — ჯორჯ დევიდ ლოიდი, ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე.

მოვლენები:

1872 — რუსეთში პირველი საფოსტო ბარათი გამოუშვეს.

1885 _ ინგლისში პირველად მოხდა გარდაცვლილის კრემაცია.

1906 — დაიწყო I სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები.

1979 — ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მენაჰემ ბეგინმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა ანვარ სადათმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას.

1941 _ დაარსდა საბჭოთა კავშირის სტალინური პრემია (შემდეგში _ სახელმწიფო პრემია).

1953 _ ამერიკელმა ექიმმა ჯონას ედვარდ სოლკმა მოახდინა პირველი წარმატებული ვაქცინაცია პოლიომიელიტის წინააღმდეგ.

1960 _ დაარსდა საფეხბურთო ტურნირი _ `თასის მფლობელთა თასი~.

1985 _ ეკრანებზე გამოვიდა მილოშ ფორმანის ფილმი `ამადეუსი~.

ღირსსახსოვარი დღეები:

ვიეტნამი – ახალგაზრდობის დღე

ბანგლადეში – დამოუკიდებლობის დღე

ჰავაის კუნძულები – კუხიოს დღე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019