უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

26 ნოემბერი, 2016 00:00
font-size

დღის კალენდარი - 26 ნოემბერი

წლის 329-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 37 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისა (407); მოწამეთა: ანტონინესი, ნიკიფორესი და გერმანესი (308); მოწამე მანეფასი (307-308).

წმიდა იოანე ოქროპირი დაიბადა დაახლოებით 347 წელს, ქალაქ ანტიოქიაში. წმიდანის დედამ, ანთუსამ მთელი ძალისხმევა იოანეს ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზრდას მოახმარა. წმიდა იოანეს დედის გარდაცვალების შემდეგ ბასილთან ერთად (მომავალი მღვდელთმთავარი კესარია-კაპადოკიისა) უდაბნოში განმარტოვდა, სადაც წმიდანმა შექმნა სამი წიგნი თავისი ცხოვრებისა. 386 წელს წმიდა იოანეს ხუცესად დაასხა ხელი ანტიოქიის ეპისკოპოსმა ფლაბიანემ და ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა ეკლესიაში. 12 წლის განმავლობაში ქადაგებდა წმიდა იოანე ოქროპირი ეკლესიაში მრავალრიცხოვანი მორწმუნეების წინაშე.

წმიდა იოანე ოქროპირის დიდება დღითიდღე სულ უფრო იზრდებოდა. ბევრი იშრომა მღვდელმთავარმა იმისათვის, რომ ჯეროვნად მოეწყო საღმრთო ლიტურგია: შეადგინა წესი ლიტურგიისა, შემოიღო ანტიფონური გალობა ღამისთევის ლოცვის დროს, დაწერა რამდენიმე ლოცვა ზეთისკურთხევის წესისათვის. როცა დედოფალმა ევდოქსიამ ბრძანა უკანასკნელი ქონება ჩამოერთმიათ შერისხული დიდებულის ქვრივისა და შვილებისათვის, წმიდანი მათს დასაცავად აღსდგა. სამსჯავრომ დედოფლის შეურაცხყოფისათვის გადასახლების განაჩენი გამოუტანა. იმავე დღეს კონსტანტინოპოლში დიდი მიწისძვრა მოხდა.

გადასახლებაში წმიდა მღვდელთმთავარი კიდევ უფრო ზრუნავდა თავის სულიერ შვილთა რწმენის განმტკიცებისათვის. 406 წლის ზამთარში მძიმე სენმა სარეცელს მიაჯაჭვა მღვდელთმთავარი, მაგრამ მისი მტრები არ ცხრებოდნენ. 407 წელს წმიდანმა უფალს მიაბარა სული. მისი წმიდა ნაწილები ზეიმით გადაასვენეს კონსტანტინოპოლში 438 წელს.

დაიბადნენ:

1708 – უილიამ პიტი (უფროსი), ბრიტანელი პოლიტიკოსი, გარდაიცვალა 1778 წელს.

1883 – მიხაი ბაბიჩი, უნგრელი მწერალი, გარდაიცვალა 1941 წელს.

1810 – უილიამ ჯორჯ არმსტრონგი, ინგლისელი გამომგონებელი, გარდაიცვალა 1886 წელს.

1869 – მარჯორი უორდროპი, ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და მწერლობის დიდი პოპულიზატორი, გარდაიცვალა 1909 წელს.

1895 – ბერტილ ლინდბლადი, შვედი ასტრონომი, გარდაიცვალა 1965 წელს.

1899 – ანტონ სიჭინავა, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1963 წელს.

1912 – ეჟენ იონესკო, ფრანგი დრამატურგი, ავანგარდისტული „აბსურდის თეატრის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1914 – გიორგი ლომთათიძე, არქეოლოგი, საქართველოს ბრინჯაოს ანტიკური და ფეოდალური ხანის კულტურისა და არქეოლოგიის მკვლევარი, გარდაიცვალა 1971 წელს.

1919 – სიმონ ხეჩინაშვილი, საქართველოს მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი.

გარდაიცვალნენ:

1855 – ადამ მიცკევიჩი, დიდი პოლონელი პოეტი.

1926 – ჯონ ბრაუნინგი, ამერიკელი გამომგონებელი. გამოიგონა ავტომატური პისტოლეტი და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი.

1950 – მიხეილ ზანდუკელი, ფიზიო-თერაპევტი და კურორტოლოგი.

1959 – ნიკოლოზ გვარამაძე, მეცნიერი, პროფესორი, რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერი.

1961 – ალექსანდრ გოლდენვეიზერი, რუსი პიანისტი, კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე.

1963 – ამელიტა გალი-კურჩი, გამოჩენილი იტალიელი მომღერალი (სოპრანო).

1968 – არნოლდ ცვაიგი, გერმანელი მწერალი.

1971 – დავით ნაცვლიშვილი, მხატვარი, სატირიკოსი.

1981 – მაქს ეივე, ჰოლანდიელი მოჭადრაკე, მსოფლიო მე-5 ჩემპიონი.

მოვლენები:

1769 წელი – რუსეთში დაწესდა ორდენი — წმინდა გიორგის ჯვარი.

1789 წელი – პირველად იზეიმეს ამერიკული ეროვნული დღესასწაული _ მადლიერების დღე.

1793 წელი – საფრანგეთში მოქმედი იულიუსის კალენდარი გრიგორიანული კალენდრით შეიცვალა.

1867 წელი – სუთერლანდმა დააპატენტა რეფრიჟერატორი.

1906 წელი – ამერიკის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი ცენტრალურ ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა ვაშინგტონში. ის პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელმაც საზღვარგარეთ იმოგზაურა.

1922 წელი – გახსნეს ფარაონ ტუტანჰამონის აკლდამა, მიუხედავად კარზე ჩამოკიდებული ლეგენდარული წყევლისა.

1941 წელი – ლიბანმა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მიიღო.

1965 წელი – საფრანგეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი _ „ასტერიქსი“ გაუშვა.

1976 წელი – კათოლიკურმა ეკლესიამ უარი თქვა კათოლიციზმი იტალიის სახელმწიფო რელიგიად ეღიარებინათ.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`