უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

26 თებერვალი, 2020 10:30
font-size

დღის კალენდარი _ 26 თებერვალი

წლის 57-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 308 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა მარტინიანე პალესტინელისა (V); ღირსისა ევლოგისა, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (607); ღირსისა სტეფანესი, ბერობაში სვიმეონისა, სერბეთის მეფისა, მირონმდინარისა (1200); მოციქულთა და მოწამეთა; აკვილასი და პრისკილასი (41-51); წმიდათა მოწამეთა მამისა და ძისა, ჯვარცმით აღსრულებულთა.

ხსენება ღირსი მამისა მარტინიანესი (დაახლ. 422); ღირსთა: ზოია და ფოტინესი (V); ევლოგი ალექსანდრიელ ეპისკოპოსისა (607-608); სვიმონ სერბეთის მეფისა, მირონმდინარისა (1200).

ღირსი მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარე უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ოცდახუთი წელიწადი დაჰყო მდუმარებითა და მკაცრი ბერული ღვაწლით.

ღირსი ევლოგი, მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიისა, განეკუთვნება VI საუკუნის უგანათლებულეს და უთვალსაჩინოეს მწყემსმთავართა რიცხვს. თავდაპირველად იგი ანტიოქიაში იყო იუსტინიანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანის იღუმენი, ხოლო შემდეგ ალექსანდრიის სამღვდელმთავრო ტახტზე იქნა არჩეული. მღვდელმთავარი ევლოგი 607 წელს გარდაიცვალა.

ღირსი სვიმონ მირონმდინარი, მეფე სერბეთისა, ერობაში სტეფანე ნემანის სახელს ატარებდა და სერბეთის სახელმწიფოს დიდი მთავარი იყო. მან ბევრი იღვაწა თავისი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ოთხმოცი წლისა სტეფანე ნემანი ათონის წმიდა მთაზე წავიდა, სადაც მისი ძე — საბა განდიდებულიყო ცხოვრების სიწმინდით. იგი გარდაიცვალა 1200 წელს.

დაიბადნენ

1564 — კრისტოფერ მარლო, ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. გარდაიცვალა 1593 წელს.

1802 — ვიქტორ ჰიუგო, ფრანგი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. გარდაიცვალა 1885 წელს.

1829 — ლევი შტრაუსი, ამერიკელი, „ბლუ ჯინსის“ შემქმნელი. გარდაიცვალა 1902 წელს.

1842 — კამილ ფლამარიონი, ფრანგი ასტრონომი. გარდაიცვალა 1925 წელს.

1845 — ალექსანდრე III, რუსეთის იმპერატორი. გარდაიცვალა 1894 წელს.

1859 _ ნატო გაბუნია-ცაგარელი, მსახიობი, მომღერალი. გარდაიცვალა 1910 წელს.

1872 — ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, მეცნიერი, იურისტი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1935 წელს.

1887 — აკაკი შანიძე, აკადემიკოსი, ენათმეცნიერი, ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი მესაფუძვლე. გარდაიცვალა 1987 წელს.

გარდაიცვალნენ:

1861 — ტარას შევჩენკო, უკრაინელი პოეტი.

1971 — ფერნანდელი, ფრანგი მსახიობი.

1969 — კარლ იასპერსი, გერმანელი ფილოსოფოსი-ეგზისტენციალისტი.

მოვლენები:

1719 წელი — პეტრე I-ის ბრძანებით პეტერბურგში დაფუძნდა კუნსტკამერა — პირველი მუზეუმი რუსეთში.

1832 წელი — პოლონეთის კონსტიტუცია შეიცვალა „შეზღუდული“ სტატუსით. პოლონეთი რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა ადმინისტრაციული ავტონომიით.

1901 წელი — ჩეხოვის „სამი დის“ პირველი წარმოდგენა გაიმართა `მხატში~.

1936 წელი — გერმანიაში გამოუშვეს პირველი „ფოლკსვაგენი“.

1941 წელი _ დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.

1980 წელი — სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ისრაელმა და ეგვიპტემ დიპლომატიური წარმომადგენლები გაცვალეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

კუვეიტი – განთავისუფლების დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`