უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

27 იანვარი, 2020 07:39
font-size

დღის კალენდარი _ 27 იანვარი

წლის მე-27 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 338 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდისა დედისა ჩვენისა ნინო მოციქულთა სწორისა, ქართველთა განმანათლებელისა. ღირსთა მამათა ჩვენთა, რომელნი მოისრნენ სარკინოზთაგან სინასა და რაითას: ესაიასი, საბასი, მოსესი და მოწაფისა მისისა მოსესი, იერემიასი, პავლესი, ადამისა, სერგისა, დომნესი, პროკლესი (IV). ღირსი იოსებ რაითელისა (IV); ღირსი თეოდულესი (V); ღირსი სტეფანესი (VIII).

წმიდა ნინო — ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში (IV ს. 30-იანი წწ), წარმოშობით კაბადოკიელი ბერძენი იყო. გადმოცემით, ნინოს მამა იმპერატორ მაქსიმიანეს მხედარმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისათვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა. იერუსალიმიდან ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ საქართველოში წამოსულა. მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ტოტისაგან („ნასხლევისაგან“) გაკეთებული ჯვარი. ნინოს ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ — მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ ნინოს რჩევით მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთში ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ის ავად გამხდარა და სოფ. ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვალა. იქვე დაუსაფლავებიათ. ნინოს, როგორც წმინდანის, ხსენების დღესასწაულად ეკლესიამ დააწესა 14 იანვარი (ძვ.სტ.).

დაიბადნენ:

1571 _ შაჰ აბას I, ირანის შაჰი. გარდაიცვალა 1629 წელს.

1756 — ვოლფჰანგ ამადეუს მოცარტი, დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1791 წელს.

1775 — ფრიდრიხ შელინგი, გერმანელი ფილოსოფოსი.

1826 — მიხაილ სალტიკოვ-შჩედრინი, რუსი სატირიკოსი მწერალი, გარდაიცვალა 1889 წელს.

1832 — ლუის კეროლი (ჩარლზ დოჯსონი), მსოფლიოში ცნობილი წიგნის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ავტორი. გარდაიცვალა 1898 წელს.

1859 — ვილჰელმ II, გერმანიის მესამე იმპერატორი და პრუსიის მეფე. გარდაიცვალა 1941 წელს.

1859 — ილია ერენბურგი, რუსეთელი საბჭოთა მწერალი. გარდაიცვალა 1967 წელს.

1903 — ჯონ ეკლსი, ავსტრალიელი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1911 — ანატოლი რიბაკოვი, რუსი მწერალი, „არბატის შვილების“ ავტორი.

1926 _ შოთა ყავლაშვილი, არქიტექტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1998 წელს.

1923 _ ირაკლი გოცირიძე‚ ჟურნალისტი. გარდაიცვალა 2004 წელს.

1932 _ ჯემალ (მამია) ლოლუა‚ მხატვარი.

1934 — ედიტ კრესონი, საფრანგეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი.

1964 — ბრიჯიტ ფონდა, ამერიკელი კინომსახიობი ქალი, კინემატოგრაფში ფონდას სახელოვანი დინასტიის გამაგრძელებელი.

გარდაიცვალნენ:

1731 — ბართოლომეო კრისტოფორი, იტალიელი მუსიკალური ოსტატი — ფორტეპიანოს გამომგონებელი. დაიბადა 1709 წელს.

1874 — ჯუზეპე როვანი, იტალიელი მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი. დაიბადა 1818 წელს.

1901 — ჯუზეპე ვერდი, დიდი იტალიელი კომპოზიტორი.

1907 — დიმიტრი მენდელეევი, დიდი მეცნიერი — ქიმიკოსი, ელემენტთა პერიოდული კანონის აღმომჩენი. დაიბადა 1834 წელს.

1940 — ისააკ ბაბელი, რუსეთელი რეპრესირებული მწერალი. დაიბადა 1894 წელს.

1983 — ლუი დე ფიუნესი, ფრანგი კინომსახიობი-კომიკოსი. დაიბადა 1914 წელს.

მოვლენები:

1302 — იტალიელი მწერალი დანტე ალიგიერი ფლორენციიდან განდევნეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

1593 — ჯორდანო ბრუნო ინკვიზიციის საპყრობილეში ჩააგდეს.

1725 — მომაკვდავმა პეტრე I-მა ქაღალდი და კალამი მოითხოვა, მაგრამ მხოლოდ ორი სიტყვის დაწერა მოასწრო: „მიეცით ყველაფერი“, მაგრამ ვის, დღემდე უცნობია.

1879 — თომას ედისონმა ელექტრონათურა დააპატენტა.

1897 — სანკტ-პეტერბურში გაიმართა ჩაიკოვსკის ბალეტის „გედების ტბის“ პრემიერა.

1926 — ლონდონში შოტლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ბერდმა პირველად უჩვენა საზოგადოებას ტელევიზორი, რომელიც გამოსახულების გადაცემის მექანიკური პრინციპით მუშაობდა.

1948 — ამერიკის სავაჭრო ქსელში გამოჩნდა პირველი მაგნიტოფონები.

1983 — იაპონიაში გაიჭრა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი, რომელიც წყალქვეშ გადის და ორ კუნძულს — ჰონსიუს და ჰოკაიდოს აერთებს.

ღირსსახსოვარი დღეები:

ბელარუსი – მეცნიერების დღე

ვიეტნამი – მშვიდობის დღე

ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`