უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

27 ივნისი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 27 ივნისი

წლის 168-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 197 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); მეთოდე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).

წმიდა წინასწარმეტყველი ელისე ქრისტეს დაბადებამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდა წინასწარმეტყველმა ბევრი სასწაული მოახდინა: ილიას მოსასხამის ერთი დარტყმით გაიყო იორდანეს წყლები, იერიქონის მავნე წყარო სასმელ წყლად იქცა და სხვ.

მღვდელმთავარი მეთოდე, კონსტანტინეპოლის პატრიარქი, დაიბადა სიცილიაში, მდიდარ ოჯახში. ღმრთის შთაგონებით ჭაბუკობაშივე აღიკვეცა ბერად კუნძულ ქიოსის მონასტერში და თავისი ხარჯით განაახლა იგი. ხატთმებრძოლი იმპერატორის ლევ სომეხის ბატონობისას წმიდა მეთოდეს აპოკრისირიუსის თანამდებობა ეკავა უწმიდეს ნიკიფორეს საპატრიარქოში. იმპერატორმა ჩამოაგდო უწმიდესი ნიკიფორე და მის მაგივრად ხატთმბრძოლ თეოდოტე მელისინელს უბოძა პატრიარქის ტახტი. ლევ სომეხის სიკვდილის შემდეგ წმიდა მეთოდე ბიზანტიაში დაბრუნდა და ხატთმბრძოლთა წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა. იმპერატორმა მიხეილ ენაბრგვნილმა თავიდან თავი ჭეშმარიტ მართლმადიდებლად მოაჩვენა და ბევრი მართლმადიდებელი გამოუშვა ციხიდან, მაგრამ სულ მალე მან მართლმადიდებლების დევნა დაიწყო. წმიდა მეთოდე წარმართებმა შეიპყრეს და აწამეს.

დაიბადნენ:

1847 — გიორგი ჭალადიდელი, პოეტი. გარდაიცვალა 1898 წელს.

1867 — ლუიჯი პირანდელო, იტალიელი მწერალი, დრამატურგი. გარდაიცვალა 1936 წელს.

1877 — ჩარლზ გროვერ ბარკლი, ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1934 წელს.

1896 — საიდ ნაფისი, ირანელი მწერალი, ფილოლოგი. გარდაიცვალა 1960 წელს.

1903 — ევგენი მიქელაძე, ქართველი დირიჟორი. დაიღუპა სუკის დილეგში 1937 წელს.

1937 — გივი ჩოხელი, ცნობილი ფეხბურთელი.

გარდაიცვალნენ:

1574 — ჯორჯო ვაზარი, არქიტექტორი, ხელოვნების ისტორიკოსი.

მოვლენები:

1615 წელი — ჩაი პირველად მოხვდა ევროპაში.

1771 წელი — რუსეთმა ყირიმის დაპყრობა დაასრულა.

1940 წელი — საბჭოთა კავშირმა ვალახია და ბესარაბია დაიპყრო.

1941 წელი — უნგრეთმა ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირს.

ღირსსახსოვარი დღე:

თევზჭერის საერთაშორისო დღე.

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს