უკან

დღის კალენდარი

27 ნოემბერი, 2020 10:41
font-size

დღის კალენდარი - 27 ნოემბერი

წლის 330-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 36 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოციქულისა ფილიპესი, 12-თაგანისა (I); კეთილმსახურისა მეფისა იუსტინიანესი (565) და დედოფლისა თეოდორასი (548); გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1340).

მოციქული ფილიპე, მკვიდრი გალილეის ქალაქ ბეთსაიდისა, საღმრთო წერილის ღრმა მცოდნე იუდეველი იყო. მაცხოვრის მოწოდებით მან დატოვა ყოველივე ამქვეყნიური და ქრისტეს მიმდევარი გახდა. ფილიპე მოციქულს რამდენჯერმე ასახელებს წმიდა სახარება. მან მოიყვანა უფალთან მოციქული ნათანიელი; მან უპასუხა უფალს უდაბნოში, თუ რა საფასურის პური იყო საჭირო ხუთი ათასი კაცის გამოსაკვებად.

მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე და დედოფალი თეოდორა. წმიდა იუსტინიანე — ეს უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე ბიზანტიისა, ეკლესია-ტაძართა აღმაშენებელი და ცნობილი საეკლესიო მწერალი, ტომით ბულგარელი იყო. ქრისტეს რწმენით მან ბევრი გამარჯვება მოიპოვა. ხელმწიფე აღესრულა 565 წელს.

წმიდა გრიგოლ პალამა, მთავარეპისკოპოსი თესალონიკისა დაიბადა მცირე აზიაში, 1296 წელს. მან მთელი ცხოვრება სამშობლოდან მოწყვეტილმა გაატარა და ქრისტეს დიდი მიმდევარი იყო. იგი მშვიდობით ჩაბარდა უფალს 1359 წელს და წმიდანად შერაცხეს 1368 წელს, პატრიარქ ფილოთეასის დროს.

დაიბადნენ:

1701 — ანდრეს ცელსიუსი, შვედი ასტრონომი და ფიზიკოსი, გარდაიცვალა 1744 წელს.

1728 — ჯეიმს კუკი, ინგლისელი მეზღვაური, გარდაიცვალა 1725 წელს.

1809 — პლატონ იოსელიანი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, გარდაიცვალა 1875 წელს.

1840 _ იოსებ რატილი, პირველი ქართული ფოლკლორული ანსამბლის ლოტბარი. გარდაიცვალა 1912 წელს.

1874 — ხაიმ ვეიცმანი, ისრაელის პირველი პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1952 წელს.

1905 — ვასო გოძიაშვილი, მსახიობი, გარდაიცვალა 1976 წელს.

1915 _ არჩილ გელოვანი, საბჭოთა კავშირის საინჟინრო ჯარების მარშალი. გარდაიცვალა 1978 წელს.

1921 — ალექსანდრ დუბჩეკი, ჩეხოსლოვაკიის ფედერალური ასამბლეის თავმჯდომარე, 1968 წლის `პრაღის გაზაფხულის~ ინიციატორი და ორგანიზატორი, გარდაიცვალა 1992 წელს.

1940 — ბრუს ლი, ამერიკელი მსახიობი. გარდაიცვალა 1973 წელს.

1957 — მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ჟურნალისტი.

გარდაიცვალნენ:

ჩვ.წ. აღ-მდე 8 წელი — კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი, რომაელი პოეტი.

1852 წელი — ავგუსტა და ლავლეისი, ინგლისელი მათემატიკოსი, ჯორჯ ბაირონის ქალიშვილი.

1859 წელი — ალექსანდრე დიუმა-შვილი, ფრანგი მწერალი.

1916 წელი — ემილ ვერჰარნი, ბელგიელი პოეტი.

1947 წელი — ჟაკ ფილიპ ლეკლერკი, ფრანგი გენერალი, პარიზის განმათავისუფლებელი.

1953 წელი — იუჯინ ო’ნილი, ამერიკელი დრამატურგი.

1955 წელი — არტურ ონეგერი, ფრანგი კომპოზიტორი.

მოვლენები:

1095 წელი — რომის პაპმა ურბან II-მ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დალოცა.

1885 წელი — გადაიღეს ვარდნილი მეტეორიტის პირველი ფოტოსურათი.

1895 წელი — ალფრედ ნობელმა დააწესა საერთაშორისო პრემიები.