უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

27 თებერვალი, 2020 10:46
font-size

დღის კალენდარი _ 27 თებერვალი

წლის 58-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 307 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა მღვდელმონაზონისა ილარიონ ქართველისა, ახლისა (ყანჩაველი, 1864); ღირსისა ავქსენტი განდეგილისა, სასწაულმოქმედისა (470-472); ღირსისა მარონისა, სირიელი მეუდაბნოისა (V); აბრაამისა, კარიელი ეპისკოპოსისა (V); მოციქულთა სწორისა კირილესი, სლოვენთა მოძღვრისა (869); მღვდელმოწამისა ფილიმონისა, ღაზელი ეპისკოპოსისა (X); მოწამისა გიორგი მიტილენელისა, კონსტანტინოპოლს ვნებულისა (1693); ღირსისა ავქსენტისი, კატირლიოსის მთაზე მოღვაწისა (1922); ახალმოწამისა ნიკოლოზისა კორინთიის იხთისელისა (1554); ღირსმოწამისა დამიანესი (1568); მღვდელმოწამისა ნიკოლოზ ტრაპეზუნდელისა (1920).

ღირსი ავქსენტი წარმოშობით სირიიდან იყო და იმპერატორ თეოდოსი მცირის სასახლის კარზე მსახურობდა. 451 წელს წმიდა ავქსენტის ქალკიდონში IV მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მისაღებად მოუწოდეს, სადაც მან სახელი გაითქვა როგორც მხნე მამხილებელმა ევტიქისა და ნესტორის მწვალებლებისა.

უფლის სახელის მოხმობით ღირსი ავქსენტი ბევრ სნეულსა და დავრდომილს განკურნავდა.
ღირსი ავქსენტი 470 წელს გარდაიცვალა.

ღირსი მირონი IV საუკუნეში ცხოვრობდა სირიის ქალაქ კვირის მახლობლად. თითქმის მთელი ცხოვრება მან ღია ცის ქვეშ გაატარა განუწყვეტელი ლოცვით, მკაცრი მარხვითა და შრომით. მალე იგი სნეულთა კურნების მადლით განიდიდა.
წმიდა მარონმა ბევრი სავანე დააარსა კვირის მხარეში.

წმიდა აბრაამი, კარიელი ეპისკოპოსი IV საუკუნის შუა წლებში და V საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი სიჭაბუკის წლებშივე აღიკვეცა ბერად და მონასტერში ცხოვრობდა. შემდეგ თავის ღვაწლთა ადგილად ლიბანის მთები აირჩია, სადაც განდეგილად ცხოვრობდა.

თავისი მაღალი კეთილმსახურებისა და ცხოვრების სიწმინდისთვის წმიდა აბრაამი კარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. თავის საწმყოს იგი დაუღალავად ასწავლიდა ღვთის სათნომყოფელ ცხოვრებას. წმიდა აბრაამი V საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა. მისი ნეშტი საზეიმოდ გადაასვენეს ქალაქ კვირში და დიდი პატივით მიაბარეს მიწას.

დაიბადნენ:

1869 – მატია ბატისტინი, იტალიელი მომღერალი (ბარიტონი). გარდაიცვალა 1928 წელს.

1893 – გიორგი დავითაშვილი, თეატრისა და კინოს მსახიობი. გარდაიცვალა 1966 წელს.

1899 – ლეო ესაკია, კინორეჟისორი. გარდაიცვალა 1969 წელს.

1902 – ჯონ სტეინბეკი, ამერიკელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1968 წელს.

1909 – მაყვალა მრევლიშვილი, საბავშვო პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1997 წელს.

1910 – ვახტანგ ჭაბუკიანი, სახელგანთქმული ბალეტმეისტერი. გარდაიცვალა 1992 წელს.

1923 – ფარნაოზ ერთელიშვილი, ენათმეცნიერი, ქართული ტოპონომიკის მკვლევარი. გარდაიცვალა 1972 წელს.

გარდაიცვალნენ:

1887 – ალექსანდრ ბოროდინი, რუსი კომპოზიტორი და ქიმიკოსი.

1914 – პიოტრ სემიონოვ-ტიან-შანსკი, ცნობილი რუსი გეოგრაფი.

1936 – ივან პავლოვი, რუსი ფიზიოლოგი. ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1557 – ლონდონში გაიხსნა რუსეთის პირველი საელჩო.

1824 – გამოცხადდა დომინიკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

1825 – გამოქვეყნდა პუშკინის რომანის „ევგენი ონეგინის“ პირველი თავი.

1932 – ინგლისელმა ფიზიკოსმა ჯეიმს ჩედვიკმა აღმოაჩინა ნეიტრონი.

1933 – ბერლინში ხანძარმა გაანადგურა რაიხსტაგის შენობა.

1980 – დასრულდა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.

1991 – დასრულდა ომი სპარსეთის ყურეში, რომლის შედეგადაც განთავისუფლდა ქუვეითი.

ღირსსახსოვარი დღე:

დომინიკის რესპუბლიკა — დამოუკიდებლობის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`