დღის კალენდარი


დღის კალენდარი – 28 აპრილი
მზე: |
მზის ამოსვლა 06:00, მზის ჩასვლა 19:57. |
მთვარე: |
მთვარე იზრდება 06:35, მთვარე მიდის ქვემოთ 22:32, მთვარის ფაზა: მზარდი მთვარე |
|
გეომგანტური ველი: არასტაბილური |
|
ულტრაიისფერი ინდექსი: 0,7 (დაბალი) |
წლის 118-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 247 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოციქულთა 70-თაგანთა: არისტარქესი, პუდესი და ტროფიმესი (67); მესუკაველთა მოწამეთა, სუქიასი და 18-თა მოყვასთა მისთა: ლუკიანესი, პოლიევკტოსი, კოდრატესი, იქდიოქისა, სვიქირიონისა, მენასი, ფოკასი, სვირჯისა, დომენტისა, ანდრიანესი, ზოსიმესი, ბიკტორისა, თალელესი, იორდანესი, ანასტასიასი, თევდოტისა, იაკობისა და თევდოსისა (100-130); მოწამეთა ბასილისასი და ანასტასიასი (68); მოწამისა საბა გუთელისა (372).
დაიბადნენ:
1758 – ჯეიმს მონრო, აშშ-ს მეხუთე პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1831 წელს.
1900 – ბრუნო აპიცი, გერმანელი მწერალი-ანტიფაშისტი. გარდაიცვალა 1979 წელს.
1924 – ქენეტ კაუნდა, ზამბიის პრეზიდენტი.
1949 – ალექსანდრე მინდაძე, რუსეთში მოღვაწე ქართველი კინოსცენარისტი.
გარდაიცვალნენ:
1813 – მიხაილ კუტუზოვი, რუსი მხედართმთავარი.
1945 – ბენიტო მუსოლინი, იტალიელი დიქტატორი.
1970 - კონსტანტინე ბაქრაძე, ქართველი ფილოსოფოსი.
1992 - ანდრია ბალანჩივაძე, ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
მოვლენები:
1770 – ინგლისელი ზღვაოსანი კაპიტანი ჯეიმს კუკი და მისი ექსპედიციის წევრები ავსტრალიის ტერიტორიაზე გადასხდნენ.
1838 – ფრანგმა მხატვარმა დაგერმა გამოიგონა მარტივი ფოტოაპარატი, რომელსაც დაგეროტიპი ეწოდა.
1914 – სარაევოში მოკლეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.
1920 – ბოლშევიკებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება აზერბაიჯანში.
1920 – შეიქმნა საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივი.
1953 – დააპატიმრეს ვასილ სტალინი.
1978 - ავღანეთის პრეზიდენტი მუჰამედ დაუდ ხანი ჩამოგდებულ და მოკლულ იქნა პრო-კომუნისტური მეამბოხეების მიერ მოწყობილ გადატრიალებისას.
2001 - მილიონერი დენის ტიტო მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი ხდება.
2015 - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
2022 - დრიტან აბაზოვიჩი მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია.
ღირსსახსოვარი დღეები:
დამეგობრებული ქალაქების საერთაშორისო დღე.
ავღანეთი – ისლამური ერის გამარჯვების დღე.