უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

28 იანვარი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 28 იანვარი

წლის მე-28 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 337 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდისა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელისა (IV). ღირსთა მამათა: პავლე თებელისა (341) და იოანე გლახაკისა (V). მოწამე პანსოფისა (249-251). ღირსთა: პროხორე (X) და გაბრიელ (XI). Gგერასიმე პალადისა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა, (XVIII); 6-თა ღირსთა მამათა, მეუდაბნოეთა, წმინდისა იტა ირლანდიელისა (VI) .

ღირსი პავლე თებელი დაიბადა ეგვიპტეში, ქალაქ თებეში. ქრისტიანთა დევნულობის დროს, იმპერატორ დეკიუსის მეფობის ჟამს, წმიდა პავლემ შეიტყო, რომ მის შეპყრობასაც აპირებდნენ წარმართები, საჩქაროდ დატოვა ქალაქი და უდაბნოში წავიდა.

წმიდანი ერთ გამოქვაბულში დასახლდა, სადაც 91 წელიწადი ლოცვა-ვედრებაში გაატარა.

ღვთის განგებულებით, წმიდა პავლე თებელის აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე, ღმერთმა მის შესახებ ღირს ანტონ დიდს აუწყა, რომელიც ასევე უდაბნოში იღვწოდა.

ღირსი პავლე თებელი გარდაიცვალა 341 წელს, 113 წლისა.

წმიდანი მართლმადიდებელი მონაზვნობის ერთ-ერთ მამამთავრად და დამაარსებლად ითვლება.

წმიდა ღირსმოწამე პანსოფი იყო ძე ალექსანდრიის პროკონსულის ნილოსისა, რომლის გარდაცვალების შემდეგ მან გლახაკთ დაურიგა მთელი თავისი ქონება და უდაბნოში წავიდა, სადაც 27 წლის განმავლობაში ეწეოდა მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას. იმპერატორ დეკიოსის მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს ღირსი პანსოფი წარმართებმა შეიპყრეს და სასტიკად ჰგვემეს. წმიდანმა მოწამებრივი აღსასრული მიიღო.

დაიბადნენ:

1457 — ჰენრიხ VII, ინგლისის მეფე. გარდაიცვალა 1509 წელს.

1841 — ვასილი კლიუჩევსკი, რუსი ისტორიკოსი, პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. გარდაიცვალა 1911 წელს.

1858 — ეჟენ დიუბუა, ჰოლანდიელი ანთროპოლოგი. გარდაიცვალა 1940 წელს.

1870 _ კიტა (ივანე) აბაშიძე, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი. გარდაიცვალა 1917 წელს.

1887 — არტურ რუბინშტეინი, ამერიკელი პიანისტი. გარდაიცვალა 1982 წელს.

1896 — ვლადიმერ მენაბდე, გენეტიკოსი, სელექციონერი. გარდაიცვალა 1981 წელს.

1911 — მსტისლავ კელდიში, გამოჩენილი რუსეთელი მეცნიერი მათემატიკისა და მექანიკის დარგში. გარდაიცვალა 1978 წელს.

1922 — რობერტ ჰოლი, ამერიკელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1935 _ მალხაზ ბედიანაშვილი, აკადემიკოსი.

გარდაიცვალნენ:

814 — კარლოს დიდი, ფრანკთა მეფე კაროლინგების დინასტიიდან. ჩამოაყალიბა ძლიერი დინასტია, რომელიც, ფაქტობრივად, სამხრეთ ევროპის მთელ ტერიტორიას მოიცავდა.

1861 — ანრი მიურჟე, ფრანგი მწერალი.

1864 — ბენუა პოლ კლაპეირონი, ფრანგი ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიიის წევრი.

1939 — უილიამ იეიტსი, ირლანდიელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1724 — პეტრე I-მა გამოსცა ბრძანებულება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსების შესახებ.

1820 — რუსულმა ექსპედიციამ ბელინსჰაუზენისა და ლაზარევის მეთაურობით აღმოაჩინა ანტარქტიდა.

1915 — აშშ-ს პრეზიდენტმა ვილსონმა ვეტო დაადო კანონს იმიგრაციის შესახებ.

1986 — გაშვებიდან 73 წამის შემდეგ 14 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა ამერიკული კოსმოსური
ხომალდი „ჩელენჯერი“. ხომალდზე მყოფი შვიდივე კოსმონავტი დაიღუპა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ავსტრალია_ ავსტრალიის დღე

რუანდა _ დემოკრატიის დღე

ბირთვული ომის წინააღმდეგ მობილიზაციის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`