უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

28 მაისი, 2020 11:11
font-size

დღის კალენდარი - 28 მაისი

წლის 139-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 117 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დავით გარეჯელისა; ღირსისა პახუმი დიდისა (დაახლ. 348); ღირსისა პიროს ბრეთელისა (VI); აქილე ლარისელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 330).

ღირსი პახუმ დიდი ანტონ დიდთან, მაკარი დიდთან და ექვთიმე დიდთან ერთად არის დამაარსებელი და ბურჯი მეუდაბნოე ასკეტური ცხოვრებისა. ამ წმიდა მამებთან ერთად მან საფუძველი ჩაუყარა მონაზონთა სამონასტრო ინსტიტუტს ეგვიპტეში.

ღირსი მამა აქილე ლარისის ეპისკოპოსი იყო მოციქულთასწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის მეფობის ჟამს. ცხოვრების სიწმინდითა და დიდი განათლებულობით სახელგანთქმული მოღვაწე ქალაქ ლარისის ეპისკოპოსად დაადგინეს. მღვდელმთავარი აქილე ქმედით მონაწილეობას იღებდა მსოფლიო პირველ საეკლესიო კრებაში, სადაც მხნედ ამხელდა არიოსის მწვალებლობას. თავისი ცხოვრების მანძილზე მას მრავალი სასწაული აღუსრულებია. ღირსი მამა აქილე მშვიდობით ჩაბარდა უფალს დაახლოებით 330 წელს. მისი წმიდა ნაწილები 978 წლიდან ბულგარეთშია დასვენებული, ქალაქ პრესპუში.

დაიბადნენ:

1738 — ჟოზეფ გილიოტენი, ფრანგი ექიმი, გილიოტინის გამომგონებელი. გარდაიცვალა 1814 წელს.

1803 — პროსპერ მერიმე, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1870 წელს.

1805 _ სოლომონ დოდაშვილი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1836 წელს.

1876 _ იაკობ ნიკოლაძე, მოქანდაკე. გარდაიცვალა 1951 წელს.

1904 — შალვა მშველიძე, კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე. გარდაიცვალა 1985 წელს.

1912 — პატრიკ უაიტი, ავსტრალიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1990 წელს.

1934 — ლია ელიავა, კინომსახიობი. გარდაიცვალა 1998 წელს.

1937 _ გია ჭუბაბრია, კინორეჟისორი.

გარდაიცვალნენ:

1805 — ლუიჯი როდოლფო ბოკერინი, იტალიელი კომპოზიტორი.

1910 — კალმან მიკსატი, უნგრელი მწერალი.

1972 — ედუარდ VIII, ინგლისის მეფე 1936 წლის 20 იანვრიდან 10 დეკემბრამდე. მან უარი თქვა სამეფო გვირგვინზე, რათა ცოლად შეერთო ამერიკელი უოლის უორფილდ-სიმპსონი. გადადგომის შემდეგ მას ეწოდა პრინცი ედუარდი, ვინძორის ჰერცოგი.

მოვლენები:

1812 _ დაიდო ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის. რუსეთმა ციხესიმაგრეები ანაპა, ფოთი და ახალქალაქი დაუბრუნა თურქეთს, ხოლო იმერეთი, სამეგრელო, გურია და აფხაზეთი თავის გამგებლობაში დაიტოვა.

1918 — სახელმწიფო დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

1991 — განადგურდა უკანასკნელი საშუალო სიშორის რაკეტის რსდ-10-ის გამშვები დანადგარი.

1995 — სახალინში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 7,5 ბალი იყო.

ღირსსახსოვარი დღეები:

მესაზღვრის დღე

სომხეთი _ პირველი რესპუბლიკის დღე

დიდი ბრიტანეთი _ გაზაფხულის დღესასწაული

აშშ _ ხსოვნის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე