უკან

დღის კალენდარი

28 მარტი, 2020 10:34
font-size

დღის კალენდარი _ 28 მარტი

წლის 88-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 278 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა აგაპისა და მისთანა შვიდთა მოწამეთა: პუპლისა, ტიმოლასი, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა დიონისეთა ( 303); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, სიდელი ხუცისა ( 270-275); მოწამისა ნიკანდრესი (დაახლ. 302); მოწამეთა ფილექტიმონისა და მისთანათა.

დაიბადნენ:

1592 — იან ამოს კომენსკი, ჩეხი მოაზროვნე, პედაგოგი და მწერალი. გარდაიცვალა 1670 წელს.

1749 — პიერ ლაპლასი, ფრანგი ასტრონომი, მათემატიკოსი, 1827 წელი.

1868 — მაქსიმ გორკი, რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1936 წელს.

1870 — გრიგოლ წერეთელი, მეცნიერი, ფილოლოგი, ქართული პაპიროლოგიის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1938 წელს.

1920 — პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, პოეტი. გარდაიცვალა 1984 წელს.

1928 — ზბიგნევ ბჟეზინსკი, აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე.

გარდაიცვალნენ:

1881 — მოდესტ მუსორგსკი, რუსი კომპოზიტორი.

1911 — მიკალ ჩურლიონისი, ლიტველი ფერმწერი და კომპოზიტორი.

1943 — სერგეი რახმანინოვი, რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი.

1969 — დუაიტ ეიზენჰაუერი, აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი.

მოვლენები:

1752 წელი _ გაიმართა განჯის ბრძოლა. ქართლის მეფე თეიმურაზ II და კახეთის მეფე ერეკლე II დამარცხდნენ ნუხის ხან აჯი-ჯალაბის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1776 წელი — მოსკოვში დიდი თეატრი დაარსდა.

1930 წელი — თურქეთის ქალაქ ანგორას ანკარა, ხოლო კონსტანტინეპოლს სტამბოლი დაერქვა.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!