უკან

დღის კალენდარი

28 სექტემბერი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 28 სექტემბერი

წლის 272-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 94 დღე.

საეკლესიო კალენდარი

შემდგომი დღესასწაული ჯვართამაღლებისა. ამბა იოსებისა, ალავერდელი ეპისკოპოსისა (570); დიდმოწამისა ნიკიტასი (დაახლ. 372); პოვნა წმიდათა ნაწილთა აკაკი აღმსარებლისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა: მაქსიმესი, თეოდოტესი და ასკლიადისა (305-311); მოწამისა პორფირისა (361); პოვნა წმიდათა ნაწილთა პირველომოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი (415); ღირსისა ფილოთეოზ ხუცისა, მცირეაზიელისა, სასწაულმოქმედისა (X).

ხსენება დიდმოწამე ნიკიტასი. იგი დუნაის ნაპირებზე დაიბადა და იქვე ცხოვრობდა. წმიდა ნიკიტამ I მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილის, გოტფელი ეპისკოპოსის თეოფილეს ქადაგებით ირწმუნა ქრისტე და მისგანვე მიიღო წმიდა ნათელი. თანამემამულეთა შორის ჭეშმარიტი რწმენის გავრცელებისათვის წმიდა ნიკიტა თავგამოდებით იღვწოდა. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წარმართმა მხედართმთავარმა აფანიქემ, რომელსაც სძულდა ქრისტიანები, სხვებთან ერთად ნიკიტაც შეიპყრო და ცეცხლში ჩააგდო, სადაც იგი აღესრულა კიდეც.

ხსენება ღირსი მამის საკვირველმოქმედი ფილოთეოსისა. იგი X საუკუნეში ცხოვრობდა. მან სამღვდელო ღირსება მიიღო და ლოცვის, მარხვისა და ქველმოქმედების ღვაწლთ მიუძღვნა თავი. როდესაც წმიდანი გარდაიცვალა, მისი წმიდა ნაწილებიდან მირონი წარმოედინებოდა.

ხსენება მღვდელმთავარ იოსებ ალავერდელისა. იგი იყო იმ ცამეტი სირიელ მამათაგან, რომელნიც ღვთაებრივი განგებულებით VI საუკუნეში ჩამოვიდნენ საქართველოში ჭეშმარიტი რწმენის განსამტკიცებლად ქართველებში და საფუძველი ჩაუყარეს აქ ქართული ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტს. იგი რამდენიმე ხანს თავის მოძღვართან, წმიდა იოანე ზედაზნელთან ერთად ცხოვრობდა ზედა ზადენის მთაზე. შემდეგ კახეთს გაეშურა და იქ ალავერდის უკაცრიელ და უნაყოფო ველზე დაიწყო მოსაგრეობა. მასთან მრავლად დაიწყეს მისვლა კეთილმსახურებისა და მოსაგრე ცხოვრების მოშურნეებმა. ამგვარად აღმოცენდა მონასტერი ალავერდისა. 570 წელს წმიდა იოსებ ალავერდელი მშვიდად აღესრულა. იგი მის მიერვე დაარსებულ ალავერდის მონასტერში იქნა დაკრძალული.

ხსენება ახალი მოწამე იოანე კრეტელისა. იგი 1811 წელს ევნო ქრისტეს სახელისათვის ქალაქ ახალ ეფესოში.

ხსენება მღვდელმთავარ აკაკი აღმსარებლისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა.

დაიბადნენ:

ძვ.წ.551 _ კუნ ძი (კონფუცი), ჩინელი ფილოსოფოსი, კონფუციონიზმის დამფუძნებელი, გარდაიცვალა ძვ.წ.479 წელს.

1573 _ მიქელანჯელო კარავაჯო, იტალიელი მხატვარი, გარდაიცვალა 1610 წელს.

1803 _ პროსპერ მერიმე, ფრანგი მწერალი, საფრანგეთის აკადემიის წევრი, გარდაიცვალა 1870 წელს.

1847 –დავით ერისთავი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1890 წელს.

1898 _ კონსტანტინე პაპინაშვილი, ქართველი გეოფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, გარდაიცვალა 1975 წელს.

1908 _ ირაკლი ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი), რუსი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, გარდაიცვალა 1990 წელს.

1915 _ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1916 _ ბიძინა ფოჩხუა, ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1981 წელს.

1916 _ პიტერ ფინჩი, ინგლისელი მსახიობი, `ოსკარის ” პრემიის მფლობელი, გარდაიცვალა 1977 წელს.

1924 _ მარჩელო მასტროიანი, იტალიელი კინომსახიობი, გარდაიცვალა 1996 წელს.

1934 _ ბრიჯიტ ბარდო, ფრანგი კინომსახიობი.

გარდაიცვალნენ:

ძვ.წ. 48 _ გნეუს მაგნუს პომპეუსი, რომაელი მთავარსარდალი და პოლიტიკური მოღვაწე, დაიბადა ძვ.წ.106 წელს.

1891 _ ჰერმან მელვილი, გამოჩენილი ამერიკელი მწერალი, ლიტერატურის კლასიკოსი, დაიბადა 1819 წელს.

1902 _ ემილ ზოლა, ფრანგი მწერალი, დაიბადა 1840 წელს.

1978 _ პავლე I, რომის პაპი, დაიბადა 1912 წელს.

მოვლენები:

490 წელი (ძვ. წ.)– სოფელ მარათონთან ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელების უზარმაზარი ლაშქარი.

48 წელი (ძვ.წ.) – რომაელი მთავარსარდალი პომპეუსი ეგვიპტის მეფე პტოლემე
XIII დიონისემ მოკლა.

1066 წელი – სან-დიეგო პორტუგალიელმა მეზღვაურმა ჟუან კაბრალმა აღმოაჩინა.

1940 წელი – დაიწყო იტალიასა და საბერძნეთს შორის ომი.

1950 წელი – ინდონეზია გაეროს წევრი გახდა.

1958 წელი – საფრანგეთმა მიიღო ახალი კონსტიტუცია.

1958 წელი – საფრანგეთმა გვინეას დამოუკიდებლობა მისცა.

1959 წელი – თანამგზავრ „ხპლორერ VI“-ის მეშვეობით აღმოაჩინეს დედამიწის
რადიაციული სარტყელი.

1960 წელი – ნატომ ერთობლივი სამხედრო-საჰაერო ძალები შექმნა.

1965 წელი – ფილიპინებში ლავის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 500-მდე ადამიანი.

1972 წელი – იაპონიამ და ჩინეთმა დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა.