უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

29 იანვარი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 29 იანვარი

წლის მე-29 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 336 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდა პეტრე მოციქულის ბორკილთა (ჯაჭვთა) თაყვანისცემა.

ხსენება მოწამეთა სპევსიპისა, ელევსიპისა, მელევსიპისა, ლეონილასი, ნეონისა, ტურფონისა და იოვილასი (161-180). მოწამე დანაქტი მკითხველისა (II). ღირსისა რომილე ვიდინელისა, ათონელისა და მისთანა: ნესტორისა, მარტინისი, დანიელისა, სისოსი, ზოსიმასი და გრიგოლისა (XIII_XIV)
ღირსისა ონოტარისა, არელატის მთავარეპისკოპოსისა (429).

წმიდა პეტრე მოციქულის ბორკილთა თაყვანისცემა. დაახლოებით 42 წელს ქრისტეს შობიდან, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით პეტრე მოციქული საპყრობილეში ჩააგდეს ქრისტე მაცხოვრის ქადაგებისათვის, სადაც იგი ჯაჭვის ორი ბორკილით იყო შეკრული. სამსჯავროს წინა ღამით ანგელოზი უფლისა გამოეცხადა მას, დაუმსხვრია ბორკილები და სასწაულებრივად გამოიყვანა საპყრობილიდან. როცა ქრისტიანებმა გაიგეს ამ სასწაულის შესახებ, მათ ფარულად აიღეს ეს ბორკილები და ძვირფას საგანსავით უფრთხილდებოდნენ, რომელიც პატრიარქ იუბენალის მამამთავრობამდე ინახებოდა იერუსალიმში. შემდეგ ამ მამამთავარმა დედოფალ ევდოკიას მიუძღვნა, ხოლო ერთი ჯაჭვი ევდოკიამ თავის ასულს, ევდოქსიას გაუგზავნა რომში, რომელმაც იქ ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის პატივად და ჯაჭვიც იქ დაასვენა.

ყოველწლიურად, 29 იანვარს წმიდა პეტრე მოციქულის ჯაჭვებს ხალხისთვის გამოასვენებენ ხოლმე თაყვანის საცემად.

წმიდა მოწამე დანაქტე II საუკუნეში ცხოვრობდა და მკითხველად მსახურობდა სოფელ ავლონის ეკლესიაში. ქრისტიანთა დევნის დროს წარმართებმა წმიდა დანაქტეც შეიპყრეს, რომელმაც უარი თქვა განდგომოდა ქრისტეს და კერპთათვის ეცა თაყვანი, რისთვისაც მას თავი მოჰკვეთეს.

დაიბადნენ:

1036 – სუ ში (სუ დუნპო), ჩინელი პოეტი, მხატვარი, პოლიტიკური მოღვაწე. გარდაიცვალა 1101 წელს.

1763 – იოჰან გოტფრიდ ზოიმე, გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1810 წელს.

1843 – უილიამ მაკ-კინლი, აშშ-ს 25-ე პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1901 წელს.

1860 – ანტონ ჩეხოვი, რუსი მწერალი და დრამატურგი. გარდაიცვალა 1904 წელს.

1866 – რომენ როლანი, დიდი ფრანგი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკათმცოდნე, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1944 წელს.

1867 – ვისენტე ბლასკო, ესპანელი მწერალი. გარდაიცვალა 1928 წელს.

1934 _ ნათია ამერეჯიბი, კინომცოდნე.

გარდაიცვალნენ:

826 – აშოტ I დიდი, კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი, ქართლის ერისმთავარი. მისმა მემკვიდრეებმა სათავე დაუდეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.

861 – გრიგოლ ხანძთელი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის სულისჩამდგმელი, დიდი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.

1876 – პეტრე ბაგრატიონი, მეცნიერი და ინჟინერი.

1899 – ალფრედ სისლეი, ფრანგი მხატვარ-იმპრესიონისტი.

1929 – განდეგილი (დომინიკა ერისთავი), პოეტი და პროზაიკოსი.

1962 – ფრიც კრაისლერი, ავსტრიელი მევიოლინე და კომპოზიტორი.

1969 – ალენ დალესი, აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი.

მოვლენები:

1886 – კარლ ბენცმა დააპატენტა პირველი საწვავზე მომუშავე ავტომობილი.