უახლესი ამბები
- 20.03.2025 18:39გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე! ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს - ირაკლი პაპიაშვილი
- 20.03.2025 18:17საქართველოს ბანკის ბიზნესკურსები ფინანსების ეფექტიანად სამართავად
- 20.03.2025 15:48თინა ბოკუჩავა 5 000 ლარით დააჯარიმეს
- 20.03.2025 15:14საქართველოში ლიეტუველი უფლებადამცველი არ შემოუშვეს
- 20.03.2025 14:50სტრასბურგის სასამართლომ არჩევნებზე ფარულობის დარღვევაზე საიას საჩივარი დაარეგისტრირა
- 20.03.2025 14:25ტერორი საქართველოში: არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსება აკრძალეს, ადგილობრივი სოლიდარობის ფონდები თვითნებურად გაყინეს - სალომე ზურაბიშვილი
- 20.03.2025 14:14თურქეთში 37 ადამიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დააკავეს
- 20.03.2025 12:26ბოლო 13 წლის განმავლობაში ფორმირებული ქართველების ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ შეხედავ, სირცხვილის გამო უნდა გაწითლდე - გოჩა მირცხულავა
- 20.03.2025 12:03ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები, იმდენად მართლები ვართ, ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც თვითონ გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით - ირაკლი კობახიძე
- 20.03.2025 11:54დაკავებულია პირი,რომელიც „ფეისბუქის“ პლატფორმაზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა, რის შემდგომაც, მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა - შსს
არქივი
დღის კალენდარი


დღის კალენდარი - 29 ივლისი
წლის 201-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 165 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენისა და ათთა მოწაფეთა მისთა (დაახლ. 311); მოწამეთა: პავლესი და მასთან ორი დისა — ელეფტინასი (ვალენტინა) და ქიონიასი (308); მოწამე ანტიოქე მკურნალისა (IV); მოწამე იულია ქალწულისა (IV).
წმიდა მღვდელმოწამე ათინოგენი და მისი ათი მოწაფე ქრისტესათვის ევნენ ქრისტიანთა დევნისას ქალაქ სებასტიაში.
წმიდა მოწამენი პავლე, ალეფტინა და ქიონია ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმიანეს მიერ დაწყებულ ქრისტიანთა დევნისას ისინი პალესტინის კესარიაში ჩაიყვანეს. მმართველის წინაშე მათ უშიშრად აღიარეს ქრისტეს რჯული. ალეფტინა და ქიონია კოცონზე დაწვეს, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე იულია ქალწული დაიბადა კართაგენში, ქრისტიანულ ოჯახში. პატარაობისას სპარსელებს ჩაუვარდა ტყვედ. იგი სირიაში წაიყვანეს და მონად გაყიდეს. ქრისტიანული მცნებების შემსრულებელი იულია თავდადებით ემსახურებოდა თავის ბატონს, ინარჩუნებდა სისპეტაკეს, მარხულობდა და ბევრს ლოცულობდა. მისმა წარმართმა მეპატრონემ ვერაფრით შესძლო მისი თავისკენ გადაბირება. შემდეგ იულიამ უშიშრად აღიარა თავისი ქრისტიანობა და წარმართებმა იგი ჯვარს აცვეს.
უფლის ანგელოზებმა ეს ამბავი შორიახლოს მდებარე მონასტრის ბერებს შეატყობინეს. ბერებმა წმიდანის ცხედარი თავისი სავანის ტაძარში დაკრძალეს.
დაიბადნენ:
1883 _ ბენიტო მუსოლინი, იტალიის ფაშისტური მოძრაობის მეთაური, დიქტატორი, პრემიერ-მინისტრი. 1945 წელს ჩამოახრჩვეს.
1905 _ დაგ ჰამარშელდი, შვედი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე, გაეროს გენერალური მდივანი 1953-1961 წლებში, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1961 წელს.
1912 _ რობერტ რიჩი, პარფიუმერული ფირმა `ნინა რიჩის” დამაარსებელი.
1928 _ ბიძინა კვერნაძე, კომპოზიტორი, კონსერვატორიის პროფესორი. Gგარდაიცვალა 2010 წელს.
1932 _ ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი.
გარდაიცვალნენ:
1507 _ მარტინ ბეჰაიმი, გერმანელი გეოგრაფი, რომელმაც მხატვარ გეორგ გლოკენდონის დახმარებით შექმნა პირველი გლობუსი.
1856 _ რობერტ შუმანი, გერმანელი კომპოზიტორი.
1913 _ ტობიას ასერი, ჰოლანდიელი იურისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1966 _ ალექსანდრე გომელაური, ცნობილი მსახიობი.
მოვლენები:
1754 წელი _ გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩი კრივში.
1857 წელი _ დაარსდა ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტი ”მაგატე”.
1914 წელი _ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი: ავსტრია-უნგრეთის ჯარებმა დაბომბეს სერბიის ქალაქი ბელგრადი.
1930 წელი _ დირიჟაბლმა `რ 100”-მა განახორციელა პირველი სამგზავრო გაფრენა ინგლისიდან კანადის მიმართულებით.
1943 წელი _ ქალაქი ჰამბურგი დატოვა მოსახლეობამ.
1948 წელი _ ინგლისის მეფე გეორგ VI-მ ლონდონში გახსნა XIV ოლიმპიური თამაშები.
1949 წელი _ BBჩ-მ დაიწყო ამინდის პროგნოზის პირველი რეგულარული გადმოცემა ტელევიზიის საშუალებით.
1958 წელი _ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცეების კვლევის ნაციონალური სამმართველო – ”ნისა”.
1981 წელი _ პრინც ჩარლზისა და დაიანა სპენსერის საქორწინო ცერემონიალი ტელევიზიით 700 მილიონმა მაყურებელმა იხილა.
ღირსსახსოვარი დღეები:
ფარერის კუნძულები — წმიდა ოლაფის დღე
ისრაელი — ტიშ ბეავ (რელიგიური დღესასწაული)