უკან

დღის კალენდარი

29 ივნისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 29 ივნისი

წლის 169-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 195 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმ. ქაიხოსრო ქართველისა (1558)

ხსენება წმიდა მღვდელმთავარ ტიხონი ამათუნტელი ეპისკოპოსისა, მღვდელმოწამე ტიგრი ხუცესისა და მოწამე ევტროპი წიგნის მკითხველისა.

წმიდა მღვდელმთავარი ტიხონი, ამათუნტელი ეპისკოპოსი დაიბადა კუნძულ კვიპროსის ქალაქ ამათუნტში. მშობლებმა შვილი მართლმორწმუნე ქრისტიანად აღზარდეს, ბავშვობიდან აკითხებდნენ წმიდა წერილს. ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ წმიდა ტიხონს სასწაულმოქმედების ნიჭი ჯერ კიდევ ყრმობაში გაუჩნდა. ღვთისმოსავი ჭაბუკი საეკლესიო საძმოში მიიღეს და მედავითნედ განამწესეს, სულ მალე კი ამათუნტელმა ეპისკოპოსმა მემნონმა იგი დიაკვნად აკურთხა. ეპისკოპოსის მემნონის გარდაცვალების შემდეგ წმიდა ტიხონი მის ადგილზე აირჩიეს. მღვდელმთავარი ტიხონი 425 წელს გარდაიცვალა.

მღვწელმოწამე ტიგრი პრესვიტერი და წმიდა მოწამე ევტროპი წიგნის მკითხველი მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის თანამედროვენი იყვნენ და მის საძმოში მოღვაწეობდნენ. წმიდა პრესვიტერი ტიგრი თვინიერი და მოწყალე მწყემსი იყო. წმიდა ევტროპი ცხოვრებისეული სიწმინდითა და უმანკოებით გამოირჩეოდა. როდესაც 404 წელს წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან გააძევეს, წმიდა პრესვიტერი ტიგრი და წიგნისმკითხველი ევტროპი, როგორც მისი მომხრეები, შეიპყრეს და წმიდა იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა ეკლესია-მონასტრების გადაწვაში დაადანაშაულეს. წმიდა ტიგრი მესოპოტამიაში გადაასახლეს, სადაც იგი ტყვეობაში გარდაიცვალა. წმიდა ევტროპი საშინელი წამებისას გარდაიცვალა. ქრისტიანებმა მისი წმიდა ნაწილები მიწას მიაბარეს. დაკრძალვისას ქრისტიანებს ანგელოზთა გალობა ესმოდათ.

ამ დღეს აგრეთვე იხსენიება ხუთი ნიკომიდიელი და ორმოცი რომაელი წამებული.

დაიბადნენ:

1849 — სერგეი ვიტე, რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, მისი მინისტრობისას რუბლი ყველაზე მყარი ვალუტა იყო მსოფლიოში.

1855 _ ილია მანსვეტაშვილი, პუბლიცისტი, მწერალი. Gგარდაიცვალა 1944 წელს.

1868 — ჯორჯ ჰეილი, ამერიკელი ასტრონომი.

1894 — პაოლო იაშვილი, პოეტი, ცისფერყანწელი. გარდაიცვალა 1937 წელს.

1900 — ანტუან დე სენტ ეგზიუპერი, გამოჩენილი ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1944 წელს.

1911 — ელენე ვირსალაძე, ქართველი ფოლკლორისტი. გარდაიცვალა 1977 წელს.

1936 — რევაზ გაბრიაძე, დრამატურგი, მწერალი, რეჟისორი, მხატვარი.

გარდაიცვალნენ:

1916 — ალექსანდრე ყიფშიძე, ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი.

1940 — პაულ კლეე, შვეიცარიელი ფერმწერ-აბსტრაქციონისტი.

მოვლენები:

1561 წელი — დასრულდა მოსკოვის ცნობილი ტაძრის — ვასილი ნეტარის ეკლესიის მშენებლობა.

1916 წელი — ჰაერში აფრინდა ავიაკომპანია „ბოინგის“ პირველი თვითმფრინავი.

1922 წელი — თეოდორ შალიაპინი გასტროლებზე წავიდა საზღვარგარეთ და რუსეთში აღარ დაბრუნებულა.

ღირსსახსოვარი დღეები:

კათოლიკური სამყარო აღნიშნავს რომის ეკლესიის დამფუძნებელთა, წმიდა მოციქულების პეტრესა და პავლეს დღესასწაულს.

სეიშელის კუნძულები _ დამოუკიდებლობის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე