უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

29 მაისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 29 მაისი

წლის 150-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 216 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა თეოდორე განწმენდელისა (368); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (213-250); მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტიასი (დაახლ. 303); ნეტარისა ყრმისა მუზა ქალწულისა (V); ღირსთა მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614); გიორგი II-ისა, მიტილენელი ეპისკოპოსისა (IX).

ღირსი თეოდორე წარმოშობით ეგვიპტიდან იყო. მისი მშობლები წარჩინებული და მდიდარი ქრისტიანები იყვნენ. მას ძალიან ადრე გაუჩნდა მისწრაფება ბერული ცხოვრებისადმი. იგი 14 წლის იყო, როცა ფარულად მიატოვა მშობლიური სახლი და ერთ-ერთ მონასტერში წავიდა.

მღვდელმთავარი გიორგი II 820-829 წლებში იყო მიტილენის ეპისკოპოსი. იმ ხანებში ხატთმბრძოლი მწვალებლობა მძვინვარებდა. იგი 842 წელს გარდაიცვალა. XII საუკუნეში მისი წმიდა ნაწილები რუსმა იღუმენმა დანიელმა იხილა, რომელიც წმიდა ადგილების მოსალოცად მოგზაურობდა აღმოსავლეთში.

დაიბადნენ:

1630 _ ჩარლზ II, ინგლისის მეფე. გარდაიცვალა 1685 წელს.

1805 _ სოლომონ დოდაშვილი, ფილოსოფოსი. Gგარდაიცვალა 1836 წელს.

1857 _ ანდრია ყარაშვილი, კომპოზიტორი, მევიოლინე-ვირტუოზი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1925 წელს.

1860 _ ისააკ მანუელ ფრანსისკო ალბენისი, ესპანელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1909 წელს.

1874 _ გილბერტ ჩესტერტონი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1936 წელს.

1880 _ ოსვალდ შპენგლერი, გერმანელი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1930 წელს.

1906 _ იუსუფ კობალაძე, მსახიობი. გარდაიცვალა 1981 წელს.

1917 _ ჯონ ფიცჯერალდ კენედი, აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი. მოკლეს დალასში 1963 წელს.

1935 _ რამაზ სურმანიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

გარდაიცვალნენ:

1453 _ კონსტანტინე XI, ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი პალეოლოგთა დინასტიიდან.

1500 _ ბართოლომეუ დიაზი, პორტუგალიელი ზღვაოსანი, მოგზაური.

1814 _ ჟოზეფინა ბოგარნე, იმპერატორ ნაპოლეონ პირველის მეუღლე.

1958 _ ხუან რამონ ჰიმენესი, ესპანელი პოეტი, 1956 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

862 _ რიურიკმა ნოვგოროდში დააარსა რუს მთავართა პირველი დინასტია.

1453 _ მოჰამედ მეორემ, ოტომანთა იმპერიის დამაარსებელმა, ხელთ იგდო კონსტანტინეპოლი. ბრძოლაში დაიღუპა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე XI. ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. თურქთა იმპერიის დედაქალაქი გახდა კონსტანტინეპოლი — სტამბოლი.

1555 _ დაიდო ამასიის ზავი. ირანმა და ოსმალეთმა საქართველოს ტერიტორია გავლენის სფეროებად გაინაწილეს.

1953 _ მსოფლიოში ყველაზე მაღალ მწვერვალ ჯომოლუნგმაზე (ევერესტი) ავიდნენ ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი და შერპი ნორგეი თენსინგი.

1971 _ აშშ-ში ქალაქ ფილადელფიაში დაიბადა 11 ტყუპი. ვერცერთმა მათგანმა ვერ იცოცხლა.

ღირსსახსოვარი დღე:

როდ-აილენდი _ აშშ-ში გაერთიანების დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე