უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

29 ნოემბერი, 2020 10:55
font-size

დღის კალენდარი - 29 ნოემბერი

წლის 333-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 32 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა, მათესი (60).

მართალი ფულბიანესი, ეთიოპიის მთავრისა, წმიდა ნათლისღებით მატთესი (I).

წმიდა მოციქული მათე მახარებელი, რომელიც ლევიდაც იწოდება, იყო ღვიძლი ძმა მოციქულ იაკობ ალფესისა და უფლის 12 მოციქულთაგანი. თავიდან იგი მეზვერე იყო, ანუ მებაჟე. იგი გალილეის ქალაქ კაპერნაუმში ცხოვრობდა. მან ქრისტეს მოწოდებით მიატოვა ყოველივე და მაცხოვარს გაჰყვა.

როცა მათემ შეინანა ცოდვები, მან ოთხმაგად მიაგო მათ, ვისაც უწინ ძარცვავდა. ის იყო მოწმე მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა, ხოლო შემდეგ ქრისტეს დიდებული ამაღლებისა ზეცად.

ახალი აღთქმის წიგნებს შორის მათეს სახარება რიგით პირველია.

დაიბადნენ:

1797 — გაეტანო დონიცეტი, იტალიელი კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1848 წელს.

1802 — ვილჰელმ ჰაუფი, გერმანელი მწერალი, გარდაიცვალა 1827 წელს.

1803 — კრისტიან დოპლერი, ავსტრიელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი, გარდაიცვალა 1853 წელს.

1856 — გიორგი პლეხანოვი, მარქსიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი, გარდაიცვალა 1918 წელს.

1932 — ჟაკ შირაკი, ცნობილი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე.

1966 — გოჩა კაპანაძე, მსახიობი, რეჟისორი.

გარდაიცვალნენ:

1516 — ჯოვანი ბელინი, იტალიელი ფერმწერი.

1643 — კლაუდიო მონტევერდი, იტალიელი კომპოზიტორი.

1858 — ჯაკომო პუჩინი, იტალიელი კომპოზიტორი.

მოვლენები:

1920 წელი _ ერევანში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება.

1991 წელი — სანავიგაციო შეცდომის გამო ავიაკომპანია „ნიუ ზილანდ ეარ“-ის თვითმფრინავი ვულკან ერებუსს შეეჯახა. დაიღუპა 257 კაცი.

2000 წელი — იტალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიქელანჯელოს აქამდე უცნობი ნამუშევარი.

ღირსსახსოვარი დღეები:

ლიბერია — კეთილი ნების დღე

ალბანეთი — გათავისუფლების დღე