უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

29 სექტემბერი, 2020 10:27
font-size

დღის კალენდარი - 29 სექტემბერი

წლის 273-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 93 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამეთა ძმათა ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუქალაქს წამებულთა (808); დიდმოწამისა ევფესია ყოვლადქებულისა (304); მოწამისა სევასტიანასი (I); მოწამისა მელიტინასი (II); მოწამეთა ვიქტორისა და სოსთენისა (დაახლ. 304); ღირსისა დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV); მოწამისა ლუდმილასი, ჩეხთა დედოფლისა (927).

წმიდა მოწამეები ისააკ და იოსებ, ღვიძლი ქართველი ძმები, კარნუს ქალაქში სარკინოზთაგან წამებულები. დედამ, კეთილმა და ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა ქალმა, ქრისტიანული რწმენით აღზარდა ვაჟიშვილები. როცა წამოიზარდნენ, მათ წერილით მიმართეს ბიზანტიის იმპერატორს ნიკიფორე პირველს, რომელსაც ნებას თხოვდნენ კონსტანტინოპოლში ჩასვლისა და მის სამსახურში შედგომისათვის. როდესაც დადებითი პასუხი მიიღეს, გამგზავრებისას ქალაქის ამირას ბრძანებით დააკავეს და ძმებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. დასჯის ადგილას წმიდა მოწამეებმა მუხლი მოიყარეს და მხურვალე ლოცვა აღუვლინეს უფალს, რის შემდეგაც მათ თავები მოჰკვეთეს. მოგვიანებით მათ საფლავზე ტაძარიც აღაშენეს, რომელიც ყოვლადწმიდა სამების სახელად იქნა განათლებული.

წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული ასული იყო ქრისტიანი მშობლებისა – სენატორ ფილოფრონისა და ფეოდისიასი. წმიდანი ევნო ქალაქ ქალკიდონში ქრისტეს სახელისათვის, ბოსფორის სრუტის სანაპიროზე, კონსტანტინეპოლის მახლობლად. ქალაქ ქალკიდონის მახლობლად მისი წმიდა ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას. შემდეგში წმიდა დიდმოწამე ეფემიას საფლავზე დიდებული ტაძარი აღაშენეს. სწორედ ამ ტაძარში ტარდებოდა IV მსოფლიო საეკლესიო კრების სხდომები.

წმიდა მოწამე სებასტიანე პავლე მოციქულის მოწაფე იყო. იგი მტკიცედ აღიარებდა თავის რწმენას ქრისტესი და ამისათვის მოწამეს თავი მოჰკვეთეს. მისი სხეული, რომელიც მტარვალებმა ზღვაში გადააგდეს, ანგელოზებმა კუნძულ როდოსზე გამოიტანეს უხრწნელად.

წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინე პიუსის დროს. წმიდანი თავდადებული ქრისტიანი იყო და თავისი ქადაგებებით მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რისთვისაც იმპერატორის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

ჩეხეთის დედოფალი წმიდა მოწამე ლიუდმილა ჩეხეთის მთავარმა ბორივოიმ შეირთო ცოლად. ისინი ქრიტიანულ ეკლესია-ტაძრებს აშენებდნენ თავიანთ სამშობლოში და მღვდელმსახურებსაც იწვევდნენ ბიზანტიიდან მათთვის ღვთის მსახურების აღსასრულებლად.

დაიბადნენ:

1518 _ იაკობო ტინტორენტო, იტალიელი მხატვარი. გარდაიცვალა 1594 წელს.

1547 _ მიგელ სერვანტესი, ესპანელი მწერალი. გარდაიცვალა 1616 წელს.

1758 _ ჰორაციო ნელსონი, ინგლისური ფლოტის ადმირალი. გარდაიცვალა 1805 წელს.

1821 _ სულხან ბარათაშვილი, ქართველი ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1866 წელს.

1864 _ მიგელ უნამუნო, იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1936 წელს.

1880 _ ნიკო ლორთქიფანიძე, მწერალი. გარდაიცვალა 1944 წელს.

1901 _ ენრიკო ფერმი, იტალიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1954 წელს.

1904 _ ნიკოლოზ ოსტროვსკი, რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1936 წელს.

1931 _ ანიტა ეკბერგი, შვედი კინომსახიობი.

1931 _ ჯეიმს ვოტსონ კრონინგი, ამერიკელი ფიზიკოსი.

გარდაიცვალნენ:

1560 _ გუსტავ I, შვედეთი მეფე.

1910 _ ჰომერ ვინსლოუ, ამერიკელი გრაფიკოსი.

1913 _ დიზელ რუდოლფი, გერმანელი ინჟინერი.

1927 _ აინტოვენ მილიამი, ჰოლანდიელი ფიზიოლოგი – ელექტროკარდიოგრაფიის ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1783 წელი – ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.

1908 წელი – საერთაშორისო კონფერენციამ აკრძალა ბავშვებისათვის ღამით მუშაობა.

1911 წელი – იტალიამ ომი გამოუცხადა თურქეთს.

1916 წელი – ჯონ როკფელერი მსოფლიოში პირველი მილიარდერი გახდა.

1973 წელი – სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 700 ადამიანი და ათიათასობით უსახლკაროდ დარჩა.

1977 წელი – კოსმოსში გაუშვეს ორბიტული სადგური „სალუტ-6“.

1982 წელი – დასრულდა მსოფლიოს გარშემო შვეულმფრენით შემოფრენა.

1988 წელი – ნობელის პრემია მიენიჭა გაეროს სამშვიდობო ძალებს.

ღირსსახსოვარი დღე:

ყრუ-მუნჯთა საერთაშორისო დღე.

გულის მსოფლიო დღე