უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

3 აპრილი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 3 აპრილი

წლის 94-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 272 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა იაკობ აღმსარებლისა, ეპისკოპოსისა (VIII-IX); კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (I-II); თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (610).

დაიბადნენ:

1783 _ ირვინგ ვაშინგტონი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1856 წელს.

1904 _ ნატო ვაჩნაძე, კინომსახიობი. გარდაიცვალა 1953 წელს.

1917 _ გიორგი ნაფეტვარიძე, პოეტი. გარდაიცვალა 1942 წელს.

1930 _ ჰელმუტ კოლი, გერმანელი პოლიტიკოსი. 1982-1990 წლებში დასავლეთ გერმანიის კანცლერი, ხოლო შემდეგ გაერთიანებული გერმანიის კანცლერი.

გარდაიცვალნენ:

1553 _ ფრანსუა რაბლე, ფრანგი მწერალ-ჰუმანისტი და მეცნიერი.

1682 _ ბარტოლომეო მურილიო, ესპანელი მხატვარი.

1897 _ იოჰან ბრამსი, გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი.

1946 _ ალექსანდრ ალიოხინი, რუსი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი.

1991 _ გრემ გრინი, ინგლისელი მწერალი.

მოვლენები:

1502 _ დაიწყო ქრისტოფორე კოლუმბის მეოთხე ექსპედიცია.

1721 _ რობერტ უოლპოლი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

1922 _ ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს 43 წლის იოსებ სტალინი, რომელმაც ამ თანამდებობაზე 31 წელი დაჰყო.

1948 _ აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა `მარშალის გეგმა”, რომლის თანახმად ევროპის 17 ქვეყანამ შეერთებული შტატებისგან 4 წლის მანძილზე დახმარების სახით მიიღო 13,15 მილიარდი
დოლარი.

ღირსსახსოვარი დღეები:

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე.

ბელორუსი, რუსეთი — ხალხთა გაერთიანების დღე.

არგენტინა – მალვინის კუნძულების დღე.

მალაიზია – სულთან კელატანის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!