უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

3 დეკემბერი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 3 დეკემბერი

წლის 338-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 28 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წინადღესასწაული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა. ხსენება ღირსი გრიგოლ დეკაპოლელისა (816); წმიდა პროკლესი — კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა (446-147); მოწამე დასისა (III); მოწამეთა ევსტათისა, თესპესი და ანატოლისა (312); მღვდელმოწამეთა: ნერსე ეპისკოპოსისა და იოსებ მოწაფისა მისისა, იოანესი, სავერისა, ისააკისა და იპატისა — სპარსელ ეპისკოპოსთა და მოწამეთა აზატი საჭურისისა, სასონისა, თეკლესი, ანნასი და სხვათა მრავალთა დედათა და მამათა, სპარსეთში წამებულთა (343).

ღირსი მამა გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ქალაქ დეკაპოლში. სიყრმიდანვე შეუყვარდა მას ღვთის ტაძარი და საეკლესიო მსახურებანი. მთელი თავისი ცხოვრება, ნეტარ აღსასრულამდე ღვთის სიტყვას ქადაგებდა. თავისი მაღალი სულიერი ღვაწლითა და წმინდა ლოცვებით ღირსმა გრიგოლ დეკაპოლელმა წინასწარმეტყველებისა და საკვირველმოქმედების მადლი მოიპოვა. წმინდანმა 816 წელს მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

წმინდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი, მკვიდრნი ქალაქ განგრისა, მდიდარი ვაჭრის ძენი იყვნენ. ისინი ეპისკოპოსმა ანთიმოზ ნიკომიდიელმა მონათლა. წმინდა ძმები მოწამებრივად აღესრულნენ ქალაქ ნიკეაში, მას შემდეგ, რაც უსასტიკესი სატანჯველნი დაითმინეს.

წმინდა მღვდელმოწამე ნერსე და მისი მოწაფეები ევნენ სპარსეთში, საპორ მეფის მიერ გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს.

წმინდა მღვდელმთავარი პროკლე, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, სიჭაბუკის წლებიდანვე მთელს დროსა და ძალებს ლოცვასა და საღმრთო წერილის შესწავლას ახმარდა. უფალმა დიდი ბედნიერების ღირსი გახადა პროკლე. იგი მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის მოწაფე იყო, რომელმაც იგი დიაკვნად აკურთხა და შემდეგ ხუცესად.

წმინდა პატრიარქ ციცენიოსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსად მღვდელმთავარი პროკლე აირჩიეს, რომელიც 12 წლის განმავლობაში განაგებდა ეკლესიას.

კონსტანტინოპოლის მრევლს მეტად უყვარდა თავისი პატრიარქი მისი მოსაგრე ცხოვრებისათვის, მისი ზრუნვისათვის გაჭირვებულებზე და მისი ქადაგებისათვის.
წმინდანი ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1596 _ ნიკოლო ამატი, განთქმული იტალიელი მევიოლინე, გარდაიცვალა 1664 წელს.

1823 _ სტანისლავ დოსპევსკი, ბულგარეთის აღორძინების ეპოქის ფერმწერი, გარდაიცვალა 1878 წელს.

1857 _ ჯოზეფ კონრადი, ინგლისელი მწერალი, გარდაიცვალა 1924 წელს.

1883 _ ანტონ ვებერი, ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი, გარდაიცვალა 1945 წელს.

1885 _ გიორგი ჩუბინაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, აკადემიკოსი, გარდაიცვალა 1973 წელს.

1887 _ ძუკუ (პორფილე) ლოლუა, მომღერალი, ლოტბარი და პედაგოგი. გარდაიცვალა 1942 წელს.

1901 _ ლევან გოკიელი, მათემატიკოსი და ლოგიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, გარდაიცვალა 1975 წელს.

1922 _ ჟერარ ფილიპი, გამოჩენილი ფრანგი მსახიობი, გარდაიცვალა 1959 წელს.

გარდაიცვალნენ:

1743 _ ვიტორე გისლანდი, იტალიელი ფერმწერი.

1789 _ კლოდ ჟოზეფ ვერნე, ფრანგი ფერმწერი.

1894 _ რობერტ სტივენსონი, ინგლისელი მწერალი, სათავგადასავლო რომანების ავტორი.

1919 _ პიერ ოგიუსტ რენუარი, ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი.

მოვლენები:

1621 _ გალილეო გალილეიმ გამოიგონა ტელესკოპი.

1818 _ ილინოისი აშშ-ს 21-ე შტატი გახდა.

1910 _ პარიზის ავტოგამოფენაზე პირველად იქნა დემონსტრირებული ნეონის ნათურა, რომელიც გამოიგონა ფრანგმა ფიზიკოსმა ჟორჟ კლოდმა.

1967 _ კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) პირველად იქნა ჩატარებული გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც განახორციელა პროფესორმა კრისტიან ბერნარდმა.

1979 _ ირანში მიიღეს ქვეყნის კონსტიტუცია.

1971 _ ინდოეთსა და პაკისტანს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`