უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

3 ივნისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 3 ივნისი

წლის 154-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 211 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (327); დღესასწაული ვლადიმერის ღმრთისმშობლის ხატისა.

დაიბადნენ:

1469 _ ნიკოლო მაკიაველი, იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი. გარდაიცვალა 1527 წელს.

1707 _ ჰენრი ფილდინგი, ინგლისელი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1754 წელს.

1856 _ ვასილ ბარნოვი, (ბარნაველი), მწერალი, ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1934 წელს.

1857 _ ჟაკ ჟან მარი დე მორგანი, ფრანგი არქეოლოგი, აღმოაჩინა ჰამურაბის კოდექსიანი სტელა. გარდაიცვალა 1924 წელს.

1936 – რევაზ სირაძე, აკადემიკოსი, ფილოლოგი. გარდაიცვალა 2012 წელს.

გარდაიცვალნენ:

2000 — მამუკა კიკალეიშვილი, რეჟისორი, მსახიობი.

მოვლენები:

1803 — შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთისგან ლუიზიანა იყიდა.

1815 — შეიქმნა პოლონეთის სამეფო, რომელიც რუსეთის სამფლობელოში შევიდა.

1841 — ახალი ზელანდია ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა.

1906 — სინას ნახევარკუნძული ეგვიპტის ტერიტორია გახდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა უარი თქვა თავის პრეტენზიებზე მის მიმართ.

1958 — ამერიკის პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა წამოაყენა წინადადება ანტარქტიდის დემილიტარიზაციის შესახებ, რომელიც შემდეგში დაინტერესებულმა ქვეყნებმაც გაიზიარეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

ავსტრალია - მაბოს დღე
ნამიბია - ნამიბიის შეიარაღებული ძალების დღე
აშშ, ტენესი - კონფედერატების ხსოვნის დღე
უგანდა - წამებულების დღე
მონტენეგრო - დამოუკიდებლობის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე