უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

30 ივნისი, 2020 11:00
font-size

დღის კალენდარი - 30 ივნისი

წლის 172-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 194 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოწამეთა: მანუელ, აბელ და ისმაილისა (362); მოწამე შალვა ახალციხელისა (1227).

წმიდა მოწამე შალვა სიმამაცისა და ვაჟკაცობის გამო წმიდა მართლმორწმუნე თამარ დედოფალმა ახალციხის მმართველად დანიშნა. მისი მთავარსარდლობით ქართულმა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა თურქეთის სულთანი რუქნადინი, რამაც საქართველოს ძლიერება და მსოფლიო ავტორიტეტი შემატა.

რუსუდან დედოფლის მეფობისას საქართველოს ხორეზმშაჰი — ჯალალ-ედ-დინი შემოესია. უთანასწორო ბრძოლაში თავადი შალვა ახალციხელი მძიმედ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.

ჯალალ-ედ-დინმა შალვა დიდი პატივით მიიღო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როდესაც ის გამოჯანმრთელდა, ისლამის მიღება მოსთხოვა და თანამდებობას შეჰპირდა. ქრისტეს რაინდმა დაპირებული დიდება უარყო და მას არც საშინელი ტანჯვის შეშინებია. განრისხებული შაჰის ბრძანებით იგი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდა მოწამე 1227 წლის ივნისის თვეში გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ჯალალ-ედ-დინმა კიდევ ერთხელ ილაშქრა საქართველოზე. თბილისს მოახლოებულ მტერს გმირულად დახვდა ქართული ლაშქარი, მაგრამ ქალაქელი მაჰმადიანების გამცემლობის შედეგად დამარცხდა. თბილისი მტერს ჩაუვარდა.

შაჰმა წმიდა ღვთისმშობლის სახელობის სიონის კათედრალური ტაძრის გუმბათის ჩამოღება ბრძანა, რომლის ადგილზეც თავისი კარავი დადგა, რათა აღებული ქალაქისთვის და ქრისტიანთა წამებისთვის ეყურებინა. ტყვე ქართველებს ქრისტიანობის განდგომისა და მტკვარზე გადებულ ხიდთან დალაგებული წმიდა ხატების შეურაცხყოფისათვის სიმდიდრე და თავისუფლება შესთავაზეს. მაგრამ ქრისტიანები თითო-თითოდ მიდიოდნენ წმიდა ხატებთან და თაყვანს სცემდნენ მათ. იქვე მდგარი ჯალათები მათ ხოცავდნენ. ასე ეწამა აღმსარებელი 100 000 ქართველი ქრისტეს.

ღამით ხიდის თავზე სინათლის სვეტი ჩამოეშვა და ქრისტესათვის წამებულთა ნაწილები გაანათა. ამას მოჰყვა საშინელი მიწისძვრა, რომლის დროსაც უწმინდური შაჰის კარავი სიონის ტაძრის სახურავიდან გადმოვარდა.

100 000 თბილისელი მოწამის ხსენება შალვა ახალციხელის ხსენებასთან ერთად ხდება.

დაიბადნენ:

1685 _ ჯონ გეი, ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. გარდაიცვალა 1732 წელს.

1812 _ მირზა-ფატალი ახუნდოვი, აზერბაიჯანელი მწერალი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1896 წელს.

1928 _ გიორგი ჩიქოვანი, ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1968 წელს.

გარდაიცვალნენ:

1971 _ ვლადისლავ ვოლკოვი, საბჭოთა კოსმონავტი.

1971 _ ვიქტორ პაცაევი, კოსმონავტი.

მოვლენები:

1792 წელი _ პარიზში `რკინის არმიის საბრძოლო სიმღერით~ შევიდა მარსელის მოხალისეთა ბატალიონი, რის შემდეგაც სიმღერას დაერქვა `მარსელიეზა”.

1907 წელი _ დაფუძნდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება.

1908 წელი _ ჩამოვარდა ტუნგუსის მეტეორიტი, რის შედეგადაც აღმოსავლეთ ციმბირში განადგურდა 2000 კვ. კმ ტყის ფართობი.

1910 წელი _ სატელეფონო კავშირი დამყარდა ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის.

1941 წელი _ საბჭოთა კავშირში შეიქმნა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი სტალინის ხელმძღვანელობით.

1971 წელი _ დაშვების დროს მარცხი განიცადა საბჭოთა კოსმოსურმა ხომალდმა `სალიუტმა”, სადაც იმყოფებოდნენ კოსმონავტები ვოლკოვი, დობროვოლსკი და პაცაევი. სამივე კოსმონავტი დაიღუპა.

1985 წელი _ იულ ბრინერმა უკანასკნელად შეასრულა თავისი როლი ბროდვეის დადგმაში `მე და მეფე”. პიესა 34 წელიწადი არ ჩამოსულა სცენიდან, ხოლო ბრინერმა 4600 ჯერ შეასრულა თავისი როლი.

ღირსსახსოვარი დღეები:

გვატემალა – არმიის დღე.

სუდანი — ეროვნული რევოლუციის დღე.

კონგო _ დამოუკიდებლობის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე