უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

30 მაისი, 2020 10:19
font-size

დღის კალენდარი - 30 მაისი

წლის 151-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 215 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოციქულისა ანდრონიკესი და წმიდისა იუნიასი (I); მოწამეთა: სოლოქონისა, პამფამირესი და პამფალონ მხედართა (284-305); სტეფანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (893).

70-თაგან წმიდა მოციქული ანდრონიკე და მისი შემწე სამოციქულო საქმეში, წმიდა იუნია მოციქულ პავლეს ნათესავები იყვნენ. ისინი ბევრს იღვწოდნენ წარმართთა შორის სახარების ქადაგებაში, რასაც პავლე მოციქულიც აღნიშნავს თავის ეპისტოლეში რომაელთა მიმართ: „კითხვაი არქუთ ანდრონიკეს და იუანეს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნენ ქრისტეს მიერ“. წმიდა ანდრონიკე ხელდასხმულ იქნა პანონიის ეპისკოპოსად, მაგრამ მისი და წმიდა იუნიას ქადაგება შორს სცილდებოდა მის ეპარქიას და სხვა ქვეყნებსაც სწვდებოდა.

V საუკუნეში, იმპერატორების არკადიოსისა და ჰონორიუსის დროს კონსტანტინეპოლის გარეუბანში ევგენიას კარიბჭესთან აღმოაჩინეს ამ მოღვაწეთა წმიდა ნაწილები, სხვა მოწამეთა წმიდა ნაწილებთან ერთად. მაშინ ღვთისმოშიშ ნიკოლოზ კალიგრაფს უფალი გამოეცხადა და აუწყა, რომ სხვა 17 მოწამეთა შორის იქ ანდრონიკე მოციქულის წმიდა ნაწილებიც იყო. შემდეგ იმ ადგილას დიდებული ეკლესია აშენდა.

წმიდა მამა სტეფანე, პატრიარქი კონსტანტინეპოლისა, უმცროსი ძე იყო იმპერატორ ბასილ მაკედონელისა და ღვიძლი ძმა იმპერატორ ლევ ბრძენისა. სამღვდელო წოდება მან პატრიარქ ფოტის დროს მიიღო. როცა პატრიარქი ფოტი 886 წელს იძულებული გახდა მიეტოვებინა სამღვდელმთავრო კათედრა, პატრიარქად წმიდა სტეფანე დაინიშნა. მღვდელმთავარი ფხიზლად დარაჯობდა თავის სულიერ სამწყსოს. იგი იყო მწყალობელი და თანამდგომელი უმწეოთა, მზრუნველი ქვრივ-ობოლთა. თვით კი წმიდა ცხოვრებითა და უკიდურესი კრძალულებით გამოირჩეოდა. მღვდელმთავარი სტეფანე მშვიდობით აღესრულა 893 წელს. იგი დაკრძალულია სიკელიის მონასტერში.

დაიბადნენ:

1782 — მიხაილ ვორონცოვი, გენერალ-ფელდმარშალი, 1844-1854 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი. იგი სიმპათიით სარგებლობდა ქართველ თავადაზნაურობაში. გარდაიცვალა 1856 წელს.

1846 — კარლ პეტერ ფაბერჟე, ცნობილი იუველირი. გარდაიცვალა 1920 წელს.

1914 — ვახტანგ ბერიძე, გამოჩენილი ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 2000 წელს.

1934 — ალექსეი ლეონოვი, საბჭოთა კავშირის მფრინავ-კოსმონავტი, ის მსოფლიოში პირველად გავიდა ღია კოსმოსში (1965 წელი).

1936 — სლავა მეტრეველი, ცნობილი ფეხბურთელი. გარდაიცვალა 1998 წელს.

1952 — ლექსო თორაძე, გამოჩენილი პიანისტი, მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გარდაიცვალნენ:

1431 — ჟანა დ’არკი, საფრანგეთის ეროვნული გმირი, რომელიც ინგლისელებმა სიკვდილით დასაჯეს.

1593 — კრისტოფერ მარლო, ინგლისელი დრამატურგი, შექსპირის წინამორბედი.

1640 — პიტერ პაულ რუბენსი, ფლამანდიელი ფერმწერი.

1778 — მარი ფრანსუა ვოლტერი, ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი.

1960 — ბორის პასტერნაკი, პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1814 წელი — ანტინაპოლეონური კოალიციის ქვეყნებმა საფრანგეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებას მოაწერეს ხელი პარიზში.

1846 წელი _ თბილისში დაარსდა საჯარო ბიბლიოთეკა, დღევანდელი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

1896 წელი — ნიუ-იორკში პირველი ავტოავარია მოხდა, მანქანა ველოსიპედს შეეჯახა.

1913 წელი — პირველი ბალკანური ომის შემდეგ, ლონდონში ხელი მოეწერა მშვიდობიან მოლაპარაკებას ბალკანური კავშირის სახელმწიფოებსა და თურქეთს შორის.

1982 წელი — ესპანეთი ნატოს მე-16 წევრი გახდა.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე