უკან

დღის კალენდარი

30 მარტი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 30 მარტი

წლის 89-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 276 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დიდმარხვა

ღირსისა გაბრიელ მცირისა (1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (411); მოწამისა მარინისა.

დაიბადნენ:

1432 _ მეჰმედ II, ოსმალეთის სულთანი (1451-1481). მან 1453 წელს აიღო კონსტანინოპოლი.

1746 _ ფრანსისკო გოია, ესპანელი ფერმწერი, გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1828 წელს.

1853 _ ვან გოგი, ჰოლანდიელი ფერმწერი, გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1890 წელს.

1945 _ ერიკ კლეპტონი, ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი.

გარდაიცვალნენ:

1852 _ ფარნაოზ ბატონიშვილი, ერეკლე II-ის სიძე. 1804 წლის მთიულეთის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1783 _ უილიამ ჰუნტერი, შოტლანდიელი ანატომი.

1925 — რუდოლფ შტაინერი, ავსტრიელი ფილოსოფოსი, თეოსოფი.

1999 – იური კნოროზოვი, რუსი ეთნოგრაფი და ენათმეცნიერი.

მოვლენები:

1814 _ მოკავშირეთა ჯარებმა აიღეს პარიზი. დაემხო ნაპოლეონის ხელისუფლება.

1842 _ ამერიკელმა ექიმმა უილიამსონ ლონგმა პირველად გამოიყენა ეთერი‚ როგორც საანესთეზიო საშუალება.

1856 _ დამთავრდა ყირიმის ომი.

1858 _ ფილადელფიელმა ჰემფრი ლიპმენმა დააპატენტა ფანქარი‚ რომელსაც მეორე მხარეს დამაგრებული ჰქონდა საშლელი.

1867 _ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას‚ რომლის მიხედვითაც, რუსეთმა 7.2 მილიონ დოლარად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდა ალასკა.

1905 _ ბერძნების აჯანყება კუნძულ კრეტაზე.

1946 – ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალის პირველი რადიოტრანსლაცია.

1990 – ესტონეთმა გამოაცხადა სსრ კავშირიდან გასვლის შესახებ.

ღირსსახსოვარი დღეები:

ბარსელონა – ყვავილების დღე

მალაიზია – სულთან კელატანის დღე