უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

31 ივლისი, 2021 09:24
font-size

დღის კალენდარი - 31 ივლისი

წლის 203-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 163 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა კოზმან ხუცესმონაზონისა მწიგნობართუხუცესისა, მრავალმთას სპარსთაგან მოკლულისა (1630); მოწამე ემელიანესი (363) და იაკინთე ამასტრიდელისა (IV); ღირსი პამვა მეუდაბნოისა (IV)

წმიდა მოწამე ემილიანე ქრისტესათვის ევნო 363 წელს. მოგვიანებით მის პატივსაცემად კონსტანტინეპოლში ეკლესია ააგეს, სადაც მისი წმიდა ნაწილებიც გადაასვენეს.

წმიდა მოწამე იაკინთე დაიბადა ქალაქ ამასტრიგში, ღვთისმოსავ ქრისტიანთა ოჯახში. მას სახელი მოვლინებულმა ანგელოზმა დაარქვა. სამი წლის იყო იაკინთე, როდესაც ღმერთს მკვდარი ბავშვის გაცოცხლება შესთხოვა და უფალმა შეისმინა მისი ლოცვა. შემდგომში ისინი ერთად იზრდებოდნენ და როდესაც წამოიზარდნენ, ერთად მოღვაწეობდნენ. წმიდა იაკინთე მოწამებრივად აღესრულა.

დაიბადნენ:

1887 _ სიმონ ყიფშიძე, ნევროპათოლოგი, მეცნიერული ნევროპათოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. გარდაიცვალა 1953 წელს.

1896 _ კოტე მიქაბერიძე, მსახიობი, რეჟისორი. გარდაიცვალა 1973 წელს.

1914 _ ლუი დე ფიუნესი, ფრანგი მსახიობი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1938 _ რობერტ სტურუა, გამოჩენილი თეატრალური რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1938 _ გურამ ჟვანია, კინორეჟისორი. გარდაიცვალა 1983 წელს.

გარდაიცვალნენ:

1346 _ გიორგი V ბრწყინვალე, საქართველოს მეფე.

1875 _ ენდრიუ ჯონსონი, აშშ-ს მე-17 პრეზიდენტი.

1886 _ ფერენც ლისტი, უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი.

მოვლენები:

1498 წელი – ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კუნძული ტრინიდადი.

1965 წელი _ დიდ ბრიტანეთში ტელევიზიით აკრძალეს სიგარეტის რეკლამა.

1990 წელი _ ბოსნია-ჰერცეგოვინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1992 წელი _ საქართველო გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი 179-ე წევრი.

1992 წელი _ თბილისში საფუძველი ჩაეყარა ქართულ-თურქულ ურთიერთობათა ახალ ერას. ხელმოწერილია ფუნდამენტური ხელშეკრულება ორი ქვეყნის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ.

ღირსსახსოვარი დღეები:

აფრიკელი ქალის დღე

კონგო – რევოლუციის დაწყების დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი