უკან

დღის კალენდარი

31 მარტი, 2020 10:34
font-size

დღის კალენდარი _ 31 მარტი

წლის 90-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 275 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დიდმარხვა

წმ. კირილესი, იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსისა (386); მოწამეთა: ტროფიმესი და ევკარპიოსისა (დაახ. 300); ღირსისა ანინე მონოზონისა.

დაიბადნენ:

1519 — ჰენრიხ II, საფრანგეთის მეფე, გარდაიცვალა 1559 წელს.

1596 — რენე დეკარტი, ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ანალიზური გეომეტრიის ფუძემდებელი.

1658 — იოჰან სებასტიან ბახი, გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი.

1732 — იოზეფ ჰაიდნი, ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, 104 სიმფონიის, 83 კვარტეტის, 52 საფორტეპიანო სონეტის, მესებისა და ოპერების ავტორი.

1847 — პაველ იაბლოჩკოვი, რუსი გამომგონებელ-ელექტროტექნიკოსი, გარდაიცვალა 1934 წელს.

1855 – მოსე ჯანაშვილი, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

1872 — ალექსანდრა კოლონტაი, ცნობილი საბჭოთა დიპლომატი ქალი.

1872 — სერგეი დიაგილევი, რუსი მეცენატი, დასავლეთში რუსული კულტურის, განსაკუთრებით ბალეტის პოპულარიზატორი.

1882 — კორნეი ჩუკოვსკი, რუსი პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, გარდაიცვალა 1969 წელს.

1939 — ზვიად გამსახურდია, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი, მწერალი. გარდაიცვალა 1993 წელს.

1948 — ალბერ გორი, აშშ პოლიტიკური მოღვაწე.

გარდაიცვალნენ:

1547 —ფრანცისკო I, საფრანგეთის მეფე.

1621 — ფილიპ III, ესპანეთის მეფე.

1855 — შარლოტა ბრონტე, ინგლისელი მწერალი, დაიბადა 1816 წელს.

1945 — ელიზავეტა კარავაევა, პოეტი. 1932 წელს მონაზვნად აღიკვეცა, სიცოცხლე რავენსბრუკის ტყვეთა ბანაკში დაასრულა.

1982 — „კარანდაში“ (მიხაილ რუმიანცევი), კლოუნი, სსრკ სახალხო არტისტი.

მოვლენები:

1889 — პარიზში საზეიმოდ გაიხსნა ეიფელის კოშკი;

1914 — ამერიკული სარეწი გემი დაიმსხვრა კლდეებზე ბელ-აილის სრუტის სამხრეთით. 173 კაცი დაიღუპა;

1945 — შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა;

1980 — ლეონიდ ბრეჟნევს წიგნებისთვის „მცირე მიწა“ და „აღორძინება“ კრემლში ლენინური პრემია გადასცეს;

1966 — საბჭოთა კავშირში მთვარეზე კოსმოსური რაკეტა გაუშვეს;

1987 — ლა-მანშის სრუტეში ბორანზე მომხდარი კატასტროფის შედეგად 193 კაცი დაიღუპა.

1991 — გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხის გამო. დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ხმა მისცა საქართველოს მოსახლეობის 98,9 პროცენტმა.

ღირსსახსოვარი დღეები:

მალტა — თავისუფლების დღე.

კალიფორნია — ცეზარ ჩავესის დღე.

აზერბაიჯანი — აზერბაიჯანელთა გენოციდის დღე.