უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

4 აპრილი, 2020 10:55
font-size

დღის კალენდარი - 4 აპრილი

წლის 94-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 271 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიის ეკლესიის ხუცესისა (362-363); წმიდა მოწამე დროსიდასი — ტრაიანე მეფის ასულისა (I-II); ღირსი ისააკ მონაზონისა (IV).

მღვდელმოწამე ბასილი გალატიის ქალაქ ანკვირის ეკლესიის ხუცესი იყო. ფართოდ გავრცელებული არიანული მწვალებლობის დროს იგი მოუწოდებდა თავის სამწყსოს მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებლური რწმენა. ამისთვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ მას ჩამოართვა სამღვდელო ღირსება. ის მაინც აგრძელებდა დაუფარავად ქადაგებას, ამის გამო შეიპყრეს და განიკითხეს, როგორც სახელმწიფოსთვის საშიში კაცი. ღირსი ბასილი მრავალგზის ტანჯეს, მაგრამ ვერ შეარყიეს მისი რწმენა.

წმიდა ქალწულმოწამე დროსიდა ასული იყო იმპერატორ ტრაიანესი, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელისა. 99 წელს ტრაიანემ აღადგინა ძველი კანონი, რომელიც კრძალავდა საიდუმლო საზოგადოებების არსებობას და არაპირდაპირ ქრისტიანებსაც ეხებოდა. 104 წელს კი თვით ქრისტიანთა წინააღმდეგ გამოსცა სპეციალური კანონი.

აქედან მოყოლებული დაიწყო ქრისტიანთა დევნა. ამ ხანებში წამებულ ქრისტიანთა სხეულებს ხშირად ღია ცის ქვეშ ტოვებდნენ დაუმარხავად. ექვსმა ქალწულმა — დროსიდამ, აგლაიამ, აპოლინარიამ, დარიამ, მამთუსამ და ტაისიამ დახოცილ ქრისტიანთა დაკრძალვა დაიწყეს. ამის გამო ისინი იმპერატორის ბრძანებით შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. ტრაიანესმა საკუთარი ასულიც არ დაინდო და მძიმე სატანჯველს სწია.

დაიბადნენ:

1818 — თომას მაინ რიდი, ცნობილი ამერიკელი რომანისტი. გარდაიცვალა 1883 წელს.

1899 — დავით ბადრიძე, მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი. გარდაიცვალა 1984 წელს.

1906 — დიმიტრი ღოღობერიძე, ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1953 წელს.

1907 — ილიკო სუხიშვილი, ქართული ხალხური ცეკვის დიდოსტატი. გარდაიცვალა 1985 წელს.

1932 — ანდრეი ტარკოვსკი, დიდი რუსი კინორეჟისორი. გარდაიცვალა 1986 წელს.

1945 _ ალექსანდრე ჟღენტი, კინორეჟისორი.

1958 _ დავით ჯანელიძე, კინორეჟისორი.

გარდაიცვალნენ:

1765 — მიხაილ ლომონოსოვი, რუსი ქიმიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი.

1774 — ოლივერ გოლდსმიტი, ინგლისელი მწერალი.

1841 — უილიამ ჰარისონი, აშშ-ს მე-9 პრეზიდენტი.

1968 — მარტინ ლუთერ კინგი, ღვთისმსახური და ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ლიდერი.

მოვლენები:

1850 — ლოს-ანჟელესმა ქალაქის სტატუსი მიიღო.

1949 — ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ თავდაცვით პაქტს — შეიქმნა ნატოს ორგანიზაცია.

1983 — გაუშვეს ამერიკული კოსმოსური ხომალდი „სპეის ჩელენჯერ-1“.

2011 _ აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!