უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

4 ივლისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი – 4 ივლისი

წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა; არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622); მოწამეთა: იულიანე მეგვიპტელისა და მისთანათა: კელსისა ოცთა მხედართა, შვიდთა ძეთა მთავრისათა, ანტონელ მღვდელისა და ბასილიასი (284-305); მოწამისა იულიანე ტარსელია (დაახლ. 305); მღვდელმოწამისა ტერენტი იკონიელი ეპისკოპოსისა (I); ღირსთა იულიუს ხუცისა და ივლიანე

დიაკონისა (VI). აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1996).

წმიდა მოწამე მეფე არჩილი II ხოსროიანთა დინასტიას ეკუთვნოდა. იგი წმიდა მართლმორწმუნე მირიან მეფის პირდაპირი ჩამომავალი იყო. არჩილის მეფობისას საქართველოს მურვან ყრუ შემოესია. აბაშისა და ცხენისწყლის მიდამოებში ქართველებმა სასწაულებრივად დაამარცხეს მურვან ყრუს ურიცხვი ლაშქარი. ამ გამარჯვების შემდეგ არჩილ II საქართველოს სამეფოს აღდგენას შეუდგა. მაგრამ საქართველოს კვლავ საშინელი ჯიჯუმ-ასიმის შემოსევა ემუქრებოდა. მეფემ გადაწყვიტა თვითონ ხლებოდა მტერს, რათა ქვეყანა დარბევისაგან ეხსნა. წმიდა არჩილი თავად ეახლა ჯიჯუმ-ასიმს. მან ისლამის მიღება მოსთხოვა არჩილ მეფეს, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ წმიდა არჩილ მეფე საშინლად აწამეს. ეს მოხდა 744 წელს. ქრისტიანებმა წმიდა არჩილი კახეთში, მის მიერვე აგებულ ეკლესიაში დაასაფლავეს.

წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბ II დაიბადა 1587 წელს. იგი სპარსეთის შაჰ აბას I-ის მიერ მოწამლული ქართლის მეფე გიორგი X შვილი იყო. 1616 წელს შაჰ აბასმა კახეთი ააოხრა და ლუარსაბს შეუთვალა, თუ მეახლები, შენთან ზავს დავდებ, თუ არა და ქართლსაც საშინელ დღეს დავაყრიო. ლუარსაბი ქართლის ტაძრების გადარჩენის იმედით შაჰ აბასთან გაემგზავრა. შაჰმა იგი შირაქის მახლობლად, გულაბკალას ციხეში გამოკეტა. მროველი ეპისკოპოსი ნიკოლოზი მოგვითხრობს, რომ მეფემ ციხეში გატარებული 7 წლის განმავლობაში საშინელი ტანჯვა გადაიტანა, მაგრამ წმიდა აღმსარებელი ქრისტიანობის ერთგული დარჩა და 1622 წელს, 35 წლისა მოწამეობრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1804 — ნატანიელ გოტორნი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1864 წელს.

1807 — ჯუზეპე გარიბალდი, იტალიის გამათავისუფლებელი მოძრაობის ბელადი. გარდაიცვალა 1882 წელს.

1869 — მიტროფანე ლაღიძე, ცნობილი მეწარმე. გარდაიცვალა 1960 წელს.

1872 — კალვინ კულიჯი, აშშ-ს 30-ე პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1933 წელს.

1907 _ გიორგი ლეჟავა, არქიტექტორი. გარდაიცვალა 1977 წელს.

1934 — გურამ რჩეულიშვილი, მწერალი. გარდაიცვალა 1960 წელს.

1941 — ბერნარ უტიე, ფრანგი ქართველოლოგი, აღმოსავლური ქრისტიანული ლიტერატურის სპეციალისტი.

1960 — თემურ ყვითელაშვილი, ცნობილი გიტარისტი, კომპოზიტორი.

გარდაიცვალნენ:

1761 — სემუელ რიჩარდსონი, ინგლისელი მწერალი.

1826 — ჯონ ადამსი, აშშ-ს მეორე პრეზიდენტი.

1831 — ჯეიმს მონრო, აშშ-ს მეხუთე პრეზიდენტი.

1848 — ფრანსუა რენე დე შატობრიანი, ფრანგი მწერალი.

1910 — ჯოვანი ვირჯინიო სკიაპარელი, იტალიელი ასტრონომი.

1928 _ ილია ფერაძე, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

1934 — ხაიმ ნაჰმან ბიალიკი, ებრაელი პოეტი.

1934 — მარია სკლოდოვსკა-კიური, ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1776 წელი — 12-მა ჩრდილოამერიკულმა კოლონიამ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფო — ამერიკის შეერთებული შტატები, რამდენიმე დღის შემდეგ მას შეუერთდა მეცამეტე კოლონია — ნიუ-იორკი.

1802 წელი — გაიხსნა აშშ-ს უმაღლესი სამხედრო აკადემია ვესტ პოინტი.

1886 წელი — ნიუ-იორკში ჩაიტანეს თავისუფლების ქანდაკება, რომელიც საზეიმოდ 26 ოქტომბერს გაიხსნა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

ტონგა — დამოუკიდებლობის დღე.

ფილიპინები — ფილიპინებისა და აშშ-ს მეგობრობის დღე.

მარშალის კუნძულები — მეთევზის დღე.

ლესოტო — ოჯახის დღე.

ლატვია — ებრაელთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.

ზაირი — წამებულთა დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე