დღის კალენდარი
დღის კალენდარი _ 4 მარტი
წლის 63-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 302 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მარხვა
წმინდა მოციქულნი 70-თაგანი:ფილიმონი, ონისე და არქიფო. პირველმოწამენი ლაზნი: მაქსიმე, თეოდოტე, ევსუქი, ასკლიპიდო
დაიბადნენ:
1916 _ შალვა ცხადაძე, მხატვარი-გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1975 წელს.
1921 _ კონსტანტინე წერეთელი, აღმოსავლეთმცოდნე, სემიტოლოგი, აკადემიკოსი.
1678 _ ანტონიო ვივალდი, იტალიელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1754 წელს.
1822 _ ჟიულ ანტუან ლისჟუ, ფრანგი ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1880 წელს.
1928 _ ალან სილიტოუ, ინგლისელი მწერალი.
გარდაიცვალნენ:
1470 _ ტომას მელორი, ინგლისელი მწერალი.
1832 _ ჟან-ფრანსუა შამპოლიონი, ფრანგი ეგვიპტოლოგი, რომელმაც პირველმა გაშიფრა იეროგლიფები.
1852 _ ნიკოლაი გოგოლი, გამოჩენილი რუსი მწერალი.
მოვლენები:
1848 _ შედგა შოპენისა და ჟორჟ სანდის ბოლო შეხვედრა.
1857 _ დასრულდა ინგლის-ირანის ომი.
1861 _ აბრაამ ლინკოლნი აშშ-ს მე-16 პრეზიდენტად აირჩიეს.
1866 _ გიორგი წერეთლის თაოსნობით გამოვიდა გაზეთ `დროების~ პირველი ნომერი.
1877 _ მოსკოვში პირველად დაიდგა `გედების ტბა”.
1877 _ ამერიკელმა გამომგონებელმა ემილ ბერლინერმა შექმნა მიკროფონი.
1952 _ დაქორწინდნენ რონალდ რეიგანი და ნენსი დევისი.
1977 _ ძლიერი მიწისძვრა მოხდა რუმინეთში, დაიღუპა 15 ათასი ადამიანი.


