უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

5 დეკემბერი, 2019 10:55
font-size

დღის კალენდარი - 5 დეკემბერი

წლის 339-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 26 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების შემდგომი დღესასწაული. ხსენება მოციქულთა: ფილიმონისა და არქიპოსი — სამეოცდაათთაგანთა და მოწამე მოციქულთა სწორისა აპფიასი (I); მოწამეთა: კიკილიასი (ცეცილიასი), ვალერიანისა, ტიბურიტისა და მაქსიმესი (დაახლ. 230); მოწამე პროკოფი წიგნისმკითხველისა (303); მოწამე მენინგისა (250); ღირსი აგაბო ისმაიტელისა (V); მართლისა მიქაელ მხედრისა, ბულგარელისა (366); კეთილმორწმუნისა მიხეილ ტვერელისა (1318).

70-თაგან წმიდა მოციქული ფილიმონი, არქიპოსი და მოციქულთა სწორი აპფია ფრიგიის ქალაქ კოლოსში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც წმიდა პავლე მოციქულისაგან მიიღეს წმიდა ნათელი, მათ სამლოცველოდ აქციეს თავიანთი სახლი, სადაც კოლოსის ყველა ქრისტიანი იკრიბებოდა საღმრთო ლიტურგიის აღსასრულებლად. მათ უსახლკაროთა და სნეულ-დავრდომილთა მსახურებას მიუძღვნეს თავიანთი ცხოვრება.

იმპერატორ ნერონის მიერ გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანებმა მოწამებრივი აღსასრული მიიღეს.

მოწამე მენინგე უფალმა თავისი განსაკუთრებული წყალობის ღირსი გახადა. წმიდანს, თავისი ცხოვრების მანძილზე ორგზის ესმა ხმა ზეგარდმო, რომელიც ქრისტეს სახელისათვის ვნებად მოუწოდებდა მას. მან საჯაროდ აღიარა თავი ქრისტიანად, რისთვისაც წმიდანი შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს.

მოწამე პროკოფი მკითხველად მსახურობდა იერუსალიმის ტაძარში. იგი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა. ეს თავგამოდებული მქადაგებელი ღვთის სიტყვისა შეიპყრეს და განსასჯელად პალესტინის ქალაქ კესარიაში მიიყვანეს. კერპთათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარისათვის წმიდა მოწამე პროკოფის თავი მოჰკვეთეს.

დაიბადნენ:

1901 _ რენე შმერლინგი, ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნების მკვლევარი, გარდაიცვალა 1967 წელს.

1782 _ მარტინ ვან ბურენი, ამერიკის 18-ე პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1862 წელს.

1868 _ არნოლდ იოჰანეს ზომერფელდი, გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი, გარდაიცვალა 1951 წელს.

1898 _ სესარ მუნიოს არკონადა, ესპანელი მწერალი და ჟურნალისტი, გარდაიცვალა 1964 წელს.

1899 _ ჯეკ კონროი, ამერიკელი მწერალი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, გარდაიცვალა 1990 წელს.

1901 _ უოლტ დისნეი, ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი, გარდაიცვალა 1966 წელს.

1901 _ ვერნერ ჰაიზენბერგი, კვანტური თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1976 წელს.

1903 _ სესილ ფრანკ პაუელი, ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1969 წელს.

1927 _ თეიმურაზ მარკოზაშვილი, არქიტექტორი, გარდაიცვალა 1973 წელს.

1927 _ გივი მაჭავარიანი, ენათმეცნიერი. გარდაიცვალა 1968 წელს.

1946 _ ტარიელ ხარხელაური, პოეტი.

1966 _ პატრიცია კაასი, ფრანგი მომღერალი.

გარდაიცვალნენ:

1513 _ იულიუს II (ჯულიანო დელა როვერე), რომის პაპი.

1771 _ ჯოვანი ბატისტა მორგანი, იტალიელი ექიმი და ანატომი.

1791 _ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი.

1870 _ ალექსანდრ დიუმა უფროსი, ფრანგი მწერალი.

1926 _ კლოდ მონე, ფრანგი მხატვარი, იმპრესიონიზმის ფუძემდებელი.

1940 _ იან კუბელიკი, ჩეხი მევიოლინე და კომპოზიტორი.

1965 _ ჯოზეფ ერლანგერი, ამერიკელი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1969 _ კლოდ დორნიე, გერმანელი ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე.

მოვლენები:

1456 _ ნეაპოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 35 000 ადამიანი.

1766 _ ყოფილმა საზღვაო ოფიცერმა ჯეიმს კრისტიმ ლონდონში თავისი პირველი აუქციონი გამართა და დასაბი მისცა ცნობილი კრისტის აუქციონის ისტორიას.

1812 _ ნაპოლეონმა მიატოვა თავისი არმია რუსეთში და პარიზში გაემგზავრა.

1904 _ რუსეთ-იაპონიის ომის მსვლელობისას, პორტ არტურში იაპონელებმა გაანადგურეს რუსეთის ფლოტი.

1917 _ თურქეთში ქალებს საარჩევნო უფლებები მიანიჭეს.

1941 _ დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა ფინეთს, უნგრეთსა და რუმინეთს.

1945 _ აშშ-ს ფლოტის ექვსი თვითმფრინავი უკვალოდ დაიკარგა ბერმუდის სამკუთხედის რაიონში.

1946 _ ნიუ-იორკი აირჩიეს გაეროს შტაბ_ბინის მუდმივ ადგილსამყოფელად.

1953 _ დიდ ბრიტანეთსა და ირანს შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა.

1994 _ ძალაში შევიდა ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ.

ღირსსახსოვარი დღეები:

ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში მოღვაწე მოხალისეთა საერთაშორისო დღე.

ტაილანდი — ეროვნული დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`