უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

5 ივლისი, 2020 09:50
font-size

დღის კალენდარი - 5 ივლისი

წლის 177-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 189 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელისა (1918); მღვდელმოწამისა ევსევისა, სამოსატელი ეპისკოპოსისა (380); მოწამეთა: ზენონისა და ზინასი (304); მოწამეთა: გალაქტიონისა და იულიანასი.

დაიბადნენ:

1846 _ ნიკალაი მიკლუხო-მაკლაი, რუსი მეცნიერი, მოგზაური და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1888 წელს.

1847 _ გიორგი იოსელიანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1919 წელს.

1889 _ ჟაკ კოკტო, ფრანგი მწერალი-ავანგარდისტი, კინორეჟისორი, მსახიობი და მხატვარი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1911 _ ჟორჟ პომპიდუ, საფრანგეთის პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1930 _ ნილ არმსტრონგი, ასტრონავტი, პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი.

1936 _ გრივერ ფარულავა, ფილოლოგი, პროფესორი.

1940 _ ნაზი შამანაური, ცნობილი ჟურნალისტი, 1983 წელს საბჭოთა რეპრესიული სისტემის მსხვერპლი გახდა.

გარდაიცვალნენ:

1911 _ ჯორჯ ჯონსტონ სტონი, ირლანდიელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი.

1969 _ ვალტერ გროპიუსი, გერმანელი არქიტექტორი.

მოვლენები:

1811 წელი _ ვენესუელამ, რომელიც ესპანეთის კოლონია იყო, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1975 წელი _ ამერიკელი არტურ ეში პირველი შავკანიანი ჩოგბურთელი იყო, რომელმაც
უიმბლდონის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

1986 წელი _ მოსკოვში ტედ ტერნერის ინიციატივით გაიხსნა კეთილი ნების თამაშები.

ღირსსახსოვარი დღეები:

სომხეთი — კონსტიტუციის დღე.

ვენესუელა — დამოუკიდებლობის დღე,

ალჟირი — დამოუკიდებლობის დღე.

ჩეხეთი, სლოვენია _ სლავთა განმანათლებლების კირილესა და მეთოდეს დღე.

არგენტინა _ ბავშვთა დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე