უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

5 ივლისი, 2025 08:56
font-size

დღის კალენდარი - 5 ივლისი

წლის 186-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 179 დღე.

საეკლესიო კალენდარი

სარწმუნოებისათვის თავდადებული მღვდელმოწამისა მიზეილ-მიქაელისა, ჰერეთში წამებულისა, ყულოშვილისა (1842-1917)*: მოწამეთას ზენონ და ზინასი (304); მღვდელმოწამისა ევსევი სამოსატელ ეპისკოპოსისა (380); მოწამეთა: სატურნინესი, პომპიანესი, გალაქტიონისა და ივლიანესი.

დაიბადნენ:

1846 _ ნიკალაი მიკლუხო-მაკლაი, რუსი მეცნიერი, მოგზაური და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1888 წელს.

1847 _ გიორგი იოსელიანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1919 წელს.

1889 _ ჟაკ კოკტო, ფრანგი მწერალი-ავანგარდისტი, კინორეჟისორი, მსახიობი და მხატვარი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1911 _ ჟორჟ პომპიდუ, საფრანგეთის პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1930 _ ნილ არმსტრონგი, ასტრონავტი, პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი.

1936 _ გრივერ ფარულავა, ფილოლოგი, პროფესორი.

1940 _ ნაზი შამანაური, ცნობილი ჟურნალისტი, 1983 წელს საბჭოთა რეპრესიული სისტემის მსხვერპლი გახდა.

გარდაიცვალნენ:

1911 _ ჯორჯ ჯონსტონ სტონი, ირლანდიელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი.

1969 _ ვალტერ გროპიუსი, გერმანელი არქიტექტორი.

1980 - კოტე დაუშვილი — ქართველი მსახიობი (დ.1909)

2003 - რობერტ ბარძიმაშვილი — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი (დ.1934)

2024 - ლიანა ისაკაძე — ქართველი მევიოლინე და დირიჟორი (დ.1946)

მოვლენები:

1811 წელი _ ვენესუელამ, რომელიც ესპანეთის კოლონია იყო, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1975 წელი _ ამერიკელი არტურ ეში პირველი შავკანიანი ჩოგბურთელი იყო, რომელმაც
უიმბლდონის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

1986 წელი _ მოსკოვში ტედ ტერნერის ინიციატივით გაიხსნა კეთილი ნების თამაშები.

2021 წელი - ულტრანაციონალისტურმა, ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე იძალადეს; ფიზიკური დაზიანებები მიიღო 54-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა.

ღირსსახსოვარი დღეები:

სომხეთი — კონსტიტუციის დღე.

ვენესუელა — დამოუკიდებლობის დღე,

ალჟირი — დამოუკიდებლობის დღე.

ჩეხეთი, სლოვენია _ სლავთა განმანათლებლების კირილესა და მეთოდეს დღე.

არგენტინა _ ბავშვთა დღე.

საკვანძო სიტყვები: