უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

5 მაისი, 2021 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 5 მაისი

წლის 116-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 240 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა თეოდორე სიკეოტისა, ანასტასიუპოლელი ეპისკოპოსისა (613); მოციქულთა: ნათანაელისა, ლუკასი და კლიმენტისა (I); ღირსისა ვიტალისა (609-620).

დაიბადნენ:

1818 — კარლ მარქსი, მეცნიერული სოციალიზმის ფუძემდებელი, ეკონომისტი, რევოლუციონერი. გარდაიცვალა 1883 წელს.

1846 — ჰენრიკ სენკევიჩი, პოლონელი მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1858 — პიერ ადოლფო ტირინდელი, იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1937 წელს.

1877 — გეორგ სედოვი, რუსი პოლარეთის მკვლევარი. შეეცადა, ძაღლების მარხილით ჩრდილოეთ პოლუსამდე მიეღწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.

1882 — დუგლას მოუსონი, ანტარქტიდის ავსტრალიელი მკვლევარი.

1899 — ვლადიმირ ნაბოკოვი, რუსი მწერალი.

1934 — მარია ბიეშუ, მოლდოველი მომღერალი, სსრკ სახელმწიფო და ლენინური პრემიების ლაურეატი.

1943 — რაფაელი, ესპანელი მომღერალი და მსახიობი.

1976 — სეიჯ სტალონე, ამერიკელი კინომსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1765 — ედუარდ იუნგი, ინგლისელი პოეტი, დაიბადა 1683 წელს.

1813 — სტეპან დეგტიარევი, რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი. დაიბადა 1766 წელს.

1821 — ნაპოლეონ ბონაპარტე, სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის იმპერატორი 1804-1815 წლებში. დაიბადა 1769 წელს.

1852 — ჰაჯი-მურატი, კავკასიელ მთიელთა გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, შამილის ნაიბი. დაიბადა XVIII საუკუნის 90-იან წლებში.

1902 — ფრენსის ბრეტ ჰარტი, ამერიკელი მწერალი.

1918 — ნიკო ფიროსმანაშვილი, ქართველი თვითნასწავლი მხატვარი. დაიბადა დაახლოებით 1862 წელს.

1942 — ნიკოლაი ოლეინიკოვი, „ხალხის მტრად“ მონათლული და შემდგომ რეაბილიტირებული რუსი მწერალი. დაიბადა 1898 წელს.

1949 — მორის მეტერლინკი‚ ბელგიელი პოეტი და დრამატურგი. ცნობილი პიესის „ლურჯი ფრინველის“ ავტორი. დაიბადა 1862 წელს.

1995 — მიხაილ ბოტვინიკი, ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი.

მოვლენები:

1525 — ჩაახშეს გლეხთა აჯანყება სამხრეთ გერმანიაში.

1581 — ქალაქ ოსტროგაში გამოვიდა ივან ფიოდოროვის კალენდარი. თითოეული თვე იწყებოდა ამ თვისადმი მიძღვნილი ლექსით, მათი ავტორი იყო ბელორუსი პოეტი ანდრეი რიმშა.

1751 — პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან რომბალმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც აუტოდაფეზე ნებართვა მხოლოდ ხელისუფლებას უნდა გაეცა.

1816 — კარლ ოგუსტ სექსე-ვაიმარელმა პირველი გერმანული კონსტიტუცია შეადგინა.

1842 — რუსი პოეტი მიხაილ ლერმონტოვი პიატიგორსკიდან ტარხანში, საგვარეულო (დედის მხრიდან) აკლდამაში გადაასვენეს.

1821 — წმინდა ელენეს კუნძულზე გარდაიცვალა ნაპოლეონ ბონაპარტე.

1891 — ნიუ-იორკში გაიხსნა ცნობილი საკონცერტო დარბაზი „კარნეგი-ჰოლი“. ორკესტრს რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი დირიჟორობდა.

1912 — პეტერბურგში გამოვიდა ბოლშევიკურ გაზეთ „პრავდის“ პირველი ნომერი.

1912 — სტოკჰოლმში (შვეცია) გაიხსნა ოლიმპიური თამაშები, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონია შემდგომში ტრადიციული გახდა.

1919 — დაარსდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ლიგა.

1945 — დანია და ნიდერლანდები გათავისუფლდნენ ფაშისტური ოკუპაციისგან.

1945 — ლონდონში შეიქმნა ევროპის საბჭო — საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი