უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

6 ივლისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 6 ივლისი

წლის 179-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 188 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა აღრიპინასი (253-260); მოწამეთა: ვესტოქისა, გაიოზისა, პროვოსი, ლოლისა, ურბანისა და სხვათა (IV); ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა (1480).

წმიდა მოწამე აღრიპინემ, რომაელმა ასულმა უარი თქვა გათხოვებაზე და თავისი სიცოცხლე უფალს მიუძღვნა. იმპერატორ ვალერიანეს მიერ წამოწყებული ქრისტიანთა დევნისას იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა, სადაც ქრისტეს რჯული აღიარა, რისთვისაც აწამეს. ტანჯვისას წმიდა აღმსარებელი გარდაიცვალა. ქრისტიანმა ქალებმა ვასამ, პავლამ და აგრაფონიკამ მისი ცხედარი სიცილიაში გადაიტანეს ჩუმად, სადაც მან ბევრი სასწაული მოახდინა. დაახლოებით XI საუკუნეში წმიდა მოწამე აღრიპინეს წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

წმიდა მოწამენი ევტიქი, გაიოზ, პრობი, ლოლი და ურვანე იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ქრისტიანთა დევნისას ევნენ.

წმიდა ევტიქი წარმართთა ქურუმი იყო, მაგრამ ქრისტიანთა გმირობისა და მათ მიერ ჩადენილი სასწაულების შემხედვარემ ქრისტე იწამა. იგი ანტიოქიის ეპისკოპოს ევდიკისთან მივიდა, რომელმაც მონათლა და პრესვიტერად აკურთხა იგი. ქალაქ ლისტრაში წმიდა ევტიქიმ ქრისტიანობაზე მოაქცია თავისი ძმისშვილი გაიოზი, პრობი, ლოლი და ურვანე. წმიდა ევტიქი იმპერატორის მხედრებმა შეიპყრეს და მოსამართლეს მიჰგვარეს, მაგრამ სასამართლოზე მიყენებულმა წამებამ ვერ გატეხა წმიდანი. მაშინ იგი გალატიის ქალაქ ანკირას მმართველ აგრიპინთან გააგზავნეს. მასთან ერთად გაიოზი და მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ, რომლებიც სასტიკად აწამეს, მაგრამ წმიდა მოწამეთ არ უარყვიათ ქრისტეს რჯული და მათ თავები მოჰკვეთეს.

დაიბადნენ:

1796 — ნიკოლოზ I, რუსეთის იმპერატორი. გარდაიცვალა 1855 წელს.

1896 — მაო დუნი, ჩინელი მწერალი. გარდაიცვალა 1981 წელს.

1935 _ დალაი-ლამა (თენზინ გაიათსო), ტიბეტელი ხალხის საერო და სასულიერო ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1940 — ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის პრეზიდენტი.

1946 — ჯორჯ ბუში-უმცროსი, აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი.

1973 _ დუტა სხირტლაძე, მსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1533 — ლუდოვიკო არიოსტო, იტალიელი პოეტი.

1535 — ტომას მორი, ინგლისელი მოაზროვნე, სახელმწიფო მოღვაწე.

1893 — გი დე მოპასანი, ფრანგი მწერალი.

1962 — უილიამ ფოლკნერი, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1807 წელი — იმპერატორებმა ალექსანდრ პირველმა და ნაპოლეონმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას.

1923 წელი — საბჭოთა კავშირმა პირველი კონსტიტუცია მიიღო.

ღირსსახსოვარი დღეები:

კოოპერატივების საერთაშორისო დღე.

ლიტვა _ სახელმწიფოს დღე.

მალავი _ დამოუკიდებლობის დღე.

ლესეტო _ ოჯახის დღე.

ჩეხეთი _ იან ჰუსის დაწვის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე