უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

6 ივნისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 6 ივნისი

წლის 157-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 208 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულმოქმედისა, რომელი იყო დამკვიდრებული მთასა საკვირველსა (დაახლ. 590-596); მოწამეთა: მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი,იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალინიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი და ფავსტოსი, და მათთანა მრავალთა მხედართა (II-III).

ღირსი სვიმეონ მესვეტე დაიბადა 521 წელს სირიის ქალაქ ანტიოქიაში, ღვთისმოშიში ქრისტიანების იოანეს და მართას ოჯახში. ექვსი წლის ყრმა სვიმეონი უდაბნოში წავიდა, სადაც ერთხანს სრულს მარტოობაში დაჰყო. იმ დროს წმიდანს ნათლითმოსილი ანგელოზი იფარავდა და საზრდოსაც აწვდიდა. ბოლოს მანვე ერთს განმარტოებულ მონასტერში მიიყვანა ყრმა, რომლის წინამძღვარმაც, სვეტზე მოსაგრე იღუმენმა, მამა იოანემ სიყვარულით შეიწყნარა ყრმა.

რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა სვიმეონმა თხოვნით მიმართა მოხუც იოანეს — მეც მომეცით ნება სვეტზე მოსაგრეობისა. წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით მისი სვეტის სიახლოვეს მონასტრის ძმებმა ახალი სვეტი ააგეს ყრმა სვიმეონისათვის. მამა იოანემ ბერად აღკვეცა შვიდი წლის ბიჭუნა და თვითვე აიყვანა იგი სვეტზე.

11 წლის ყრმა ბერმა გადაწყვიტა უფრო მაღალი სვეტი აერჩია თავისი ღვაწლისთვის, და მალე იგი ისეთ სვეტზე გადავიდა, რომლის წვერამდეც 40 საფეხურით ადიოდა. წმიდა სვიმეონის მოსაგრეობის ადგილზე ანტიოქიელი და სელევკიელი ეპისკოპოსები მოვიდნენ, რომელთაც დიაკვნის ხარისხში აკურთხეს ყრმა ბერი. შემდეგ მღვდელმთავრებმა ლოცვა-კურთხევა მისცა მის ახალ სვეტზე ასასვლელად, რომელზეც ღირსი სვიმეონი 8 წლის განმავლობაში იღვწოდა.

75 წლისა იყო ღირსი სვიმეონი, როცა უფალმა მას მოახლოებული ჟამი აუწყა აღსასრულისა.

დაიბადნენ:

1599 — დიეგო ველასკესი, დიდი ესპანელი მხატვარი, ფილიპე IV-ის კარის ფერმწერი. გარდაიცვალა 1660 წელს.

1606 — პიერ კორნელი, ფრანგი დრამატურგი, კლასიციზმის წარმომადგენელი. გარდაიცვალა 1684 წელს.

1799 — ალექსანდრ პუშკინი, დიდი რუსი პოეტი. დუელში მოკლეს 1837 წელს.

1850 — ფერდინანდ ბრაუნი, გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1918 წელს.

1875 — თომას მანი, დიდი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1955 წელს.

1903 — არამ ხაჩატურიანი, ცნობილი სომეხი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1978 წელს.

1928 — გიორგი ჩიქოვანი, ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1968 წელს.

1930 — ივერი ფრანგიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

გარდაიცვალნენ:

1941 — ლუი შევროლე, ავტომანქანის ამერიკელი კონსტრუქტორი.

1946 — გერხარტ ჰაუპტმანი, გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1961 — კარლ გუსტავ იუნგი, შვეიცარიელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი.

1968 — რობერტ ფრენსის კენედი, ამერიკელი სენატორი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმა.

მოვლენები:

1664 წელი — ახალ ამსტერდამს ნიუ-იორკი ეწოდა.

1815 წელი — მოხდა ვატერლოოს ბრძოლა (ნაპოლეონის უკანასკნელი დამარცხება).

ღირსსახსოვარი დღე:

შვედეთი _ ეროვნული დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე