არქივი
დღის კალენდარი


დღის კალენდარი - 6 მაისი
წლის 117-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 239 დღე.
საეკლესიო კალენდარი
წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და სასწაულთმოქმედისა გიორგისა (303); მოწამისა ალექსანდრა დედოფლისა (303); მოწამეთა: ანატოლისა და პროტოლეონისა (303).
დაიბადნენ:
1756 — მაქსიმილიენ რობესპიერი, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, იაკობინელთა დიქტატურის ერთ-ერთი თეორეტიკოსი და ორგანიზატორი. გარდაიცვალა 1794 წელს.
1856 — ზიგმუნდ ფროიდი, ავსტრიელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1939 წელს.
1861 — რაბინდრანათ თაგორი, ინდოელი ფილოსოფოსი, პოეტი. გარდაიცვალა 1950 წელს.
1904 — ჰარი ედმონდ მარტინსონი, შვედი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1978 წელს.
1907 – ილია ვეკუა, ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1977 წელს.
1932 _ ჯუნა მიქატაძე, მოქანდაკე. Gგარდაიცვალა 2005 წელს.
გარდაიცვალნენ:
1859 — ალექსანდრ ფონ ჰუმბოლტი, გერმანელი მკვლევარი, გეოგრაფი და მოგზაური.
1862 — ჰენრი დევიდ ტორო, ამერიკელი მწერალი.
1949 — მორის მეტერლინკი, ბელგიელი დრამატურგი.
მოვლენები:
1576 — საფრანგეთში დამთავრდა მეხუთე რელიგიური ომი. ჰუგენოტებმა უფლება მიიღეს, აღესრულებინათ წირვა ყველა ქალაქში პარიზის გარდა.
1626 — ჰოლანდიელმა პეტერ მინუიტმა ამერიკელ ინდიელთა ერთ-ერთი ტომისგან შეიძინა კუნძული მანჰეტენი 25 დოლარად ღირებული საქონლით.
1840 — ბრიტანეთის ფოსტამ დაიწყო 1 მაისს პირველად გაყიდული საფოსტო მარკების გამოყენება.
1910 — გეორგ V ავიდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე.
ღირსსახსოვარი დღეები:
ეგვიპტე – ბაირამი
ლიბანი, სირია — მსხვერპლთა ხსოვნის დღე
აშშ – მედდის დღე