უკან

დღის კალენდარი

7 აპრილი, 2020 11:04
font-size

დღის კალენდარი - 7 აპრილი

წლის 98-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 268 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა.

დაიბადნენ:

1699 — ბაქარი, ვახტანგ VI-ის ძე, ქართლის ფაქტობრივი მეფე 1716-1719 წლებში, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1750 წელს.

1613 — ჰერარდ დოუ, ჰოლანდიელი ფერმწერი.

1727 — მიშელ ადანსონი, ფრანგი ბოტანიკოსი, ტროპიკული აფრიკის ცნობილი მკვლევარი.

1770 — უილიამ ვორდსვორტი, ინგლისელი პოეტი, ინგლისურ პოეზიაში რომანტიკული მიმართულების ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1850 წელს.

1772 — შარლ ფურიე, სოციალისტ-უტოპისტი, გარდაიცვალა 1837 წელს.

1847 — იენს პეტერ იაკობსენი, დანიელი მწერალი, გარდაიცვალა 1885 წელს.

1867 — ალექსანდრ სამოილოვი, რუსი ფიზიოლოგი, თანამედროვე ელექტროფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლენინის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1930 წელს.

1885 — ილიკო ქურხული, მოხეტიალე მუსიკოსი. გარდაიცვალა 1954 წელს.

1889 — გაბრიელა მასტრალი, ჩილელი პოეტი ქალი და დიპლომატი. გარდაიცვალა 1957 წელს.

1893 — ალენ დალესი, აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პირველი დირექტორი.

1908 — მარიკა ბარათაშვილი, პოეტი.

1915 — ბილ ჰოლიდეი, ამერიკელი ჯაზის მომღერალი.

1954 — ჯეკი ჩანი, ამერიკელი კინომსახიობი.

1964 — რასელ ქროუ, ამერიკელი კინომსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1614 — ელ გრეკო, საბერძნეთში დაბადებული ესპანელი მხატვარი, დაიბადა 1514 წელს.

1783 — იგნაც ჰოლცბაუერი, ავსტრიელი კომპოზიტორი, დაიბადა 1711 წელს.

1850 — უილიამ ბაულსი, ინგლისელი პოეტი, დაიბადა 1762 წელს.

1875 — გეორგ ჰერვეგი, გერმანელი პოეტი, დაიბადა 1817 წელს.

1947 — ჰენრი ფორდი, მრეწველი, საავტომობილო წარმოების დამაარსებელი, დაიბადა 1863 წელს.

1968 — ჯიმ კლარკი, ავტორბოლაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, დაიბადა 1936 წელს.

მოვლენები:

1348 — პრაღაში დაარსდა კარლოვის უნივერსიტეტი, ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი.

1827 — ინგლისში პირველი ასანთი გაყიდა მისმა გამომგონებელმა ჯონ უოლქერმა.

1906 — იტალიური ვულკან ვეზუვის დიდი ამოფრქვევა.

1943 — ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა ინგლისიდან მომავალი თვითმფრინავი, ცამეტივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის დევნილი პრემიერ-მინისტრი სიკორსკი.

1953 — გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს დაგ ჰამარშელდი.

1963 — იუგოსლავიის ახალმა კონსტიტუციამ იოსიფ ტიტოს სამუდამო პრეზიდენტობა მიანიჭა.

1989 — ნორვეგიის ნაპირებთან საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავი „კომსომოლეცი“ დაიღუპა.

ღირსახსოვარი დღეები:

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე.
მოზამბიკი – ქალთა დღე
სომხეთი – დედისა და სილამაზის დღე
რუანდა – ეროვნული გლოვის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!