უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

7 დეკემბერი, 2017 09:20
font-size

დღის კალენდარი - 7 დეკემბერი

წლის 341-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 24 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დიდმოწამისა ეკატერინე ყოვლადბრძენისა, ალექსანდრიელისა (305-313); დიდმოწამისა მერკურისა (III); მოწამეთა ავგუსტასი _ აგვისტა დედოფლისა, პორფირი სტრატილატისა და 200-თა მხედართა (305-313); ღირსისა მასტრიდია ქალწულისა; ღირსისა სიმონ სოიგინელისა (1562).

წმიდა დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის გამგებლის, კონსტეს ასული იყო. ალექსანდრიაში იშვიათი სილამაზისა და გონიერების მქონე ეკატერინემ ბრწყინვალე აღზრდა-განათლება მიიღო. მან გამოუცხადა მშობლებს _ მხოლოდ იმას გავყვებიო ცოლად, ვინაც აღმემატება მე სიბრძნით, სილამაზით, წარჩინებითა და სიმდიდრით.

დედამ წმიდა ეკატერინესი, რომელიც ქრისტეს ფარული აღმსარებელი იყო, თავის სულიერ მოძღვართან წაიყვანა ქალაქის გარეთ მდებარე გამოქვაბულში, სადაც იგი ლოცვით ღვაწლს ეწეოდა. მოხუცმა ბერმა მოუსმინა ეკატერინეს და უთხრა მას _ მე ვიცი ის ჭაბუკი, ვინაც აღგემატება შენ ყოველივეში, რამეთუ `სიმშვენიერე მისი მზის ბრწყინვალებაზე უნათლესია, სიბრძნე მისი ყოველივე დაბადებულს წარმართავს, ხოლო სიმდიდრე კი _ მთელს სამყაროშია გადაბნეული, რის გამოც იგი კი არ მცირდება, არამედ უფრო და უფრო მატულობს”. ზეციური საქმროს ამგვარმა აღწერამ მხურვალე სურვილი განუღვიძა წმიდა ქალწულს მისი ხილვისა. გამოთხოვებისას მეუდაბნოე ბერმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი მიუძღვნა ეკატერინეს ღვთაებრივი ყრმით _ იესოითურთ და უბრძანა მარად ზეციურ დედოფალს _ ზეციური საქმროს დედას შევედრებოდა მისი ძის ხილვის მონიჭებას.

უკან დაბრუნებულ ქალწულს იმ ღამეს ეჩვენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ღვთაებრივი ყრმითურთ. უფალი ალერსით უყურებდა წმიდა ეკატერინეს და ბეჭედიც გადასცა მას, რითაც თავისთვის დაიწინდა იგი. როცა სიზმრისეული ჩვენება დასრულდა და ქალწულმა გამოიღვიძა, ხელზე მას ბეჭედი უბრწყინავდა _ საკვირველი ძღვენი ზეციური სიძისა.

იმ ხანებში ალექსანდრიაში იმპერატორი მაქსიმიანე ჩავიდა. მსხვერპლად წარმართები ადამიანებსაც შესწირავდნენ, ცეცხლში სიკვდილისათვის განწირავდნენ ქრისტეს იმ აღმსარებელთ, რომელნიც მძიმე ტანჯვა-წამების შემდგომაც არ განდგომოდნენ მას. მათ წმიდა ეკატერინეც შეიპყრეს, რომელმაც შეუდრეკელად აღიარა რწმენა ქრისტესი და თვითონ მივიდა საგვემელ ბორბალთან. მაგრამ ანაზდად უფლის ანგელოზმა შემუსრა საგვემელი იარაღები. ამ სასწაულის ხილვაზე დედოფალმა ავგუსტამ, მხედართმთავარმა პორფირემ და მისმა 200-მა მხედარმა საჯაროდ აღიარეს თავი ქრისტიანებად, რისთვისაც მათ თავები მოჰკვეთეს.შემდეგ წმიდა ეკატერინემ მხნედ აღიარა თავისი ზეციური საქმროსადმი ერთგულება და მდაბლად მიუშვირა ქედი ჯალათის მახვილს. წმიდანი დაახლოებით 305-313 წლებში აღესრულა მოწამებრივად. მისი წმინდა ნაწილები ანგელოზებმა გადაასვენეს სინას მთაზე.
VI საუკუნეში, ზეგარდმო გამოცხადებით, მოპოვებულ იქნა პატიოსანი თავი და მარცხენა ხელი წმიდანისა, რომელიც დიდის პატივით გადაასვენეს იმპერატორ იუსტინიანეს მიერ ახლად აგებულ ტაძარში, სინას მთის მონასტერში.

დაიბადნენ:

1542 _ მარიამ სტიუარტი, შოტლანდიის დედოფალი, თავი მოჰკვეთეს 1589 წელს.

1598 _ ლორენცო ბერნინი, იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი, გარდაიცვალა 1680 წელს.

1789 _ მარია ვალევსკაია, საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტეს `პოლონელი მეუღლე”, გარდაიცვალა 1817 წელს.

1888 _ ჯოის კერი, ინგლისელი მწერალი, გარდაიცვალა 1957 წელს.

1889 _ გაბრიელ ონორე მარსელი, ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი და კრიტიკოსი, ლიტერატურის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1973 წელს.

1801 _ იოჰან ნეპომუკ ნესტროი, გამოჩენილი ავსტრიელი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე, გარდაიცვალა 1862 წელს.

1905 _ ჯერარდ პეტერ კოიპერი, ამერიკელი ასტრონომი. აღმოაჩინა ურანის მეხუთე თანამგზავრი _ მირანდა და ნეპტუნის მეორე თანამგზავრი _ ნერეიდა, გარდაიცვალა 1973 წელს.

1914 _ სპარტაკ ბაღაშვილი, ცნობილი ქართველი მსახიობი, გარდაიცვალა 1977 წელს.

1929 _ კონსტანტინე (კოკი) მახარაძე, ქართველი ფერმწერი.

1939 _ როინ მეტრეველი, ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

გარდაიცვალნენ:

43 (ძვ. წ.) _ მარკუს ტულიუს ციცერონი, რომაელი ორატორი, ფოლოსოფოსი.

1881 _ იულიუს ბანზენი, გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი.

1894 _ ფერდინანდ მარი ლესეფსი, ფრანგი დიპლომატი, მეწარმე.

1912 _ ჯორჯ ჰოვარდ დარვინი, ინგლისელი ასტრონომი და მათემატიკოსი.

1930 _ პარიზში მოკლეს ნოე რამიშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი.

მოვლენები:

1732 _ ლონდონში გაიხსნა თანამედროვე ოპერის სამეფო თეატრი.

1787 _ დელავერი აშშ-ს პირველი შტატი გახდა.

1808 _ ჯეიმს მედისონი ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს, ჯორჯ კლინტონი კი ვიცე-პრეზიდენტად.

1877 _ ტომას ედისონმა მოახდინა გრამაფონის დემონსტრირება.

1917 _ ამერიკამ ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს.

1921 _ ჩატარდა პირველი ინგლისური ვერტმფრენის გამოცდა, რომელიც ააგო ლუის ბრენანმა.

1941 _ იაპონელები თავს დაესხნენ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორს, რამაც გამოიწვია აშშ-ს ჩაბმა II მსოფლიო ომში.

1968 _ გაუშვეს პირველი ამერიკული კოსმოსური ხომალდი `აპოლონ-7”.

1988 _ ძლიერი მიწისძვრა მოხდა სომხეთში (6,9 ბალი). თითქმის მთლიანად დაინგრა ქალაქები სპიტაკი და ლენინაკანი და სხვა დასახლებული პუნქტები. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 28
854 ადამიანი და ათასობით დაშავდა.

1991 _ რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერების შეხვედრა ბელოვეჟის ტევრში, რაც საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირის დაშლას.