უკან

დღის კალენდარი

7 ივნისი, 2020 10:40
font-size

დღის კალენდარი - 7 ივნისი

წლის 159-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 207 დღე.

საეკლესიო კალენდარი

სულთმოფენობა. წმიდა სამების დღე; წმ. მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XV)*; წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა (დაახ. 850); მღვდელმოწამისა თერაპონტისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV).

მესამედ პოვნა უფლის დიდებული წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს პატიოსანი თავისა მოხდა IX საუკუნეში, დაახლოებით 850 წელს. კონსტანტინეპოლში დიდი მღელვარების დროს წმიდა იოანე უფლის წინამორბედის თავი ქალაქ ემესაში გადაასვენეს, ხოლო როცა ხატთმბრძოლი მწვალებლობა დამარცხდა, კონსტანტინეპოლის პატრიარქს, ეგნატეს, ღამეული ლოცვის დროს ჩვენებაში მიეთითა ის ადგილი, სადაც დამარხული იყო წმიდა იოანე ნათლისმცემელის თავი.

პირველმღვდელმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აცნობა, რომელმაც მოციქულნი გაგზავნა ქალაქ კომანში და იქ, დაახლოებით 850 წელს მესამედ მოიპოვეს წმიდა იოანე წინამორბედის თავი. მოგვიანებით იგი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. ნაწილი წმიდა იოანეს თავისა ინახება ათონის წმიდა მთაზეც.

წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, ეპისკოპოსი კიპროსისა თავიდან ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, შემდეგში კი ეპისკოპოსად დაადგინეს კუნძულ კიპროსზე. ქრისტიანთა სასტიკი დევნის დროს, რომელიც იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაიწყო, წმიდა მღვდელმთავარმა მხნედ აღიარა ქრისტეს სახელი და ამისთვის მოწამებრივი აღსასრული მიიღო.

დაიბადნენ:

1502 _ გრიგორი XIII, რომის პაპი 1572 წლიდან, რომლის განკარგულებითაც შეიქმნა თანამედროვე კალენდარი. გარდაიცვალა 1585 წელს.

1794 _ პიოტრ ჩაადაევი, რუსი მწერალი, რელიგიური ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1856 წელს.

1848 _ პოლ ეჟენ ანრი გოგენი, ფრანგი ფერმწერი-პოსტიმპრესიონისტი. გარდაიცვალა
1903 წელს.

1923 _ დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია, პოეტი.

1937 _ ელგუჯა ხინთიბაძე, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1941 _ გოგი ალექსიძე, ქორეოგრაფი, ბალეტმეისტერი.

გარდაიცვალნენ:

1935 _ ივან მიჩურინი, რუსი სელექციონერი.

1954 _ ალან ტიურინგი, ინგლისელი მათემატიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელი ელექტრონული გამომთვლელი მანქანების შემუშავებაში.

1967 _ დოროტი პარკერი, ამერიკელი მწერალი ქალი.

მოვლენები:

1099 _ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა მიაღწიეს იერუსალიმს.

1494 _ ესპანეთის ქალაქ ტორდესილიასში დასრულდა მოლაპარაკება ესპანეთსა და პორტუგალიას შორის, რომლის მიხედვითაც მაშინდელ ორ უდიდეს საზღვაო სახელმწიფოს შორის დადგინდა ოკეანის გაღმა სამფლობელოებს შორის საზღვარი.

1926 _ ტრამვაიმ გაიტანა სახელგანთქმული ბარსელონელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი. სამი დღის შემდეგ ის გარდაიცვალა.

1929 _ შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო.

1939 _ კანადაში ვიზიტის შემდეგ აშშ-ს პირველად ეწვია ინგლისის სამეფო წყვილი _ მეფე გეორგ VI და დედოფალი ელიზაბეტი.

1981 _ ისრაელის ავიაციამ გაანადგურა ერაყის ატომური კვლევის ცენტრი თამუზში.

1991 _ დმანისის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ევროპეიდის თავის
ქალები.

ღირსსახსოვარი დღეები:

ესპანეთი _ რესპუბლიკის დღე

მალტა _ მოწამეთა დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე