დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 7 ოქტომბერი
წლის 278-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 85 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება მოციქულთა სწორის, პირველმოწამე თეკლასი (I), ღირსი კოპრესი (530), წმიდა ვლადისლავ სერბიელისა (1239).
დაიბადნენ:
1885 _ ნილს ბორი, დანიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1962 წელს.
1931 – დესმონდ ტუტუ, სამხრეთ აფრიკელი ეპისკოპოსი, აპარტეიდთან ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1952 – ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
1971 – დავით დოიაშვილი, თეატრალური რეჟისორი.
გარდაიცვალნენ:
1488 – ანდრეა დელ ვეროკიო, ფლორენციელი მოქანდაკე.
1849 – ედგარ ალან პო, ამერიკელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ფუძემდებელი.
მოვლენები:
1571 – საზღვაო ბრძოლა ლეპანტოსთან, ესპანეთ-ვენეციის ფლოტმა გაანადგურა ოსმანთა ფლოტილია. ამ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა დიდი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტესი.
1826 _ ხელი მოეწერა აკერმანის კონვენციას რუსეთსა და ოსმალეთს შორის. რუსეთს გადაეცა სოხუმი, რედუტ-კალე (ყულევი) და ანაკლია.
1868 – აშშ-ში გაიხსნა კორნელის უნივერსიტეტი.
1913 – ჰენრი ფორდმა აამოქმედა პირველი ამწყობი კონვეიერი.
1928 – აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჰერბერტ ჰუვერმა.
1951 – დავიდ ბენ-ჰურიონი ქმნის ისრაელის მთავრობას.
1959 –კოსმოსურმა აპარატმა «Луна-3» პირველად შემოუფრინა მთვარეს.
1981 – მუჰამედ ჰოსნი სეიიდ მუბარაკი გახდა ეგვიპტის პრეზიდენტი.
1988 – ლატვიის ეროვნული დროშა პირველად აფრიალდა რიგაში.
1993 – ტონი მორისონი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურაში.
ღირსსახსოვარი დღეები:
არქიტექტურის მსოფლიო დღე.
საცხოვრებელი ადგილის მსოფლიო დღე.
იამაიკა — ეროვნულ გმირთა დღე.
ნამიბია — კეთილი ნების დღე.

