უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

8 აპრილი, 2020 11:24
font-size

დღის კალენდარი _ 8 აპრილი

წლის 99-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 267 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულის წარგზავნა. კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, სირმიელი ეპისკოპოსისა (304); მოწამეთა: ბათუსი და ვერკი ხუცესთა, არპილე მონოზონისა, საეროთა: აბიბოსი, აგნისა, რეასესი, იგათრაქსისა, ისკოისა, შილასი, სიგიცესი, სონირილესი, სვიმბლესი, თერმესი, ფილესი და დედათა: ანასი, ალასი, ლარისასი, მოიკოსი, მამიკასი, უირკოსი, ანიმაისასი, გაათასი, გუთელი დედოფლისა, და დუკლიდასი (დაახ. 375); ღირსისა მალქოს ასურისა (IV); ღირსისა ვასილი ახლისა (დაახ. 944).

დაიბადნენ:

1817 _ შარლ ბროუნ-სეკარი, ფრანგი ფიზიოლოგი და ნევროლოგი, ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1894 წელს.

1828 _ ფერდინანდ ცეპელინი, გერმანელი კონსტრუქტორი. მან ააგო პირველი დირიჟაბლი. გარდაიცვალა 1917 წელს.

1911 _ მელვინ კელვინი, ამერიკელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1951 _ ივლიანე ხაინდრავა, პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

1955 _ ალექსანდრე ჩივაძე, ცნობილი ფეხბურთელი.

გარდაიცვალნენ:

1848 _ გაეტანო დონიცეტი, იტალიელი კომპოზიტორი.

1870 _ შარლ ოგიუსტ ბერიო, ბელგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი და პედაგოგი.

1936 _ ვასილ კარბელაშვილი, ქართველი მუსიკოსი, მგალობელი. 90-იან წლებში მოღვაწეობდა თბილისში და გალობას ასწავლიდა სასულიერო აკადემიაში.

1969 _ შალვა გონაშვილი, ქართველი ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1973 _ პაბლო პიკასო, დიდი იტალიელი მხატვარი.

მოვლენები:

1935 _ საბჭოთა კავშირში მიიღეს კანონი 12 წლის ასაკის ზემოთ დამნაშავეთა სიკვდილით დასჯის შესახებ.

1942 _ თურქეთის სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა ბერძნულმა ხომალდმა `ენდერანიამ”. დაიღუპა ბორტზე მყოფი 211 ადამიანი.

1999 _ ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს იუგოსლავიის დედაქალაქის ბელგრადისა და სხვა ობიექტების დაბომბვა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ტაიცზისა და ციგუნის საერთაშორისო დღე
ბოშათა საერთაშორისო დღე
სინგაპური – ბუდას დაბადების დღე
აშშ – ასტრონომიის დღე