უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

8 მარტი, 2021 11:05
font-size

დღის კალენდარი _ 8 მარტი

წლის 67-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 298 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდა გრიგოლ პალამასი, კრება ყოველთა ღირსთა მამათა, კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა.
დიდმოწამე თეოდორე ტირონი; მღვდელმოწამისა პოლიკარპესი, სმირნელი ეპისკოპოსისა (167); ღირსთა: იოანესი, ანტიოქესი, ანტონინესი, მოსესი, ზევინისა, პოლიქრონისა, სხვა მოსესი და დამიანესი, სირიელ მეუდაბნოეთა (V); ღირსისა ალექსანდრე მონოზონისა, „დაუძინებელთა“ სავანის წინამძღვრისა (დაახ. 430).

დაიბადნენ:

1714 _ კარლ ბახი, გერმანელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1784 წელს.

1858 _ რუჯერო ლეონკავალო, იტალიელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1919 წელს.

1879 _ ოტო ჰანი, გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. გარდაიცვალა 1952 წელს.

1895 _ კოლაუ ნადირაძე, პოეტი. გარდაიცვალა 1991 წელს.

1910 _ დიმიტრი (დოდო) ალექსიძე, რეჟისორი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1984 წელს.

1926 _ ლადო მრელაშვილი, მწერალი, გარდაიცვალა 2006 წელს.

1926 _ გიორგი (გივი) ინწკირველი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

გარდაიცვალნენ:

1803 _ ჰექტორ ბერლიოზი, ფრანგი კომპოზიტორი.

1874 _ მილარდ ფილმორი, აშშ-ს მე-13 პრეზიდენტი.

1930 _ უილიამ ტაფტი, აშშ-ს მე-17 პრეზიდენტი.

მოვლენები:

1819 — დაარსდა პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი“.

1802 _ გერმანელმა ასტრონომმა ჰენრიხ ოლბერსმა აღმოაჩინა პირველი მცირე პლანეტა
ცერერა.

1930 _ ინდოეთში დაიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია მაჰათმა განდის ხელმძღვანელობით.

1972 _ აშშ-ს სამხედრო ბაზაზე, ტულეში (გრენლანდია), დედამიწის ზედაპირზე ქარის ყველაზე დიდი სიჩქარე გაზომეს _ 333 კმ/სთ.

ღირსახსოვარი დღეები:

ქალთა საერთაშორისო დღე;

ახალგაზრდობის დღე — ზამბია;

რევოლუციის დღე — სირია;

ლიბერია _ დაღუპულთა ხსოვნის დღე.