უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

8 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 8 ნოემბერი

წლის 313-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 53 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა, მირონმდინარისა (დაახლ. 306); ხსენება კონსტანტინოპოლს მომხდარისა დიდისა და საშინელისა დიდისა და საშინელისა მიწისძვრისა (740); ალექსანდრესი, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსისა (ოქროპირიძე, 1907); მოწამისა ლუპესი (დაახლ. 306); ღირსისა ათანასე მიდიკიელისა (დაახლ. 306); ღირსისა დიმიტრი ბესარბოველისა ბულგარელისა (1685).

დაიბადნენ:

1533 — ლოდოვიკო არიოსტო, იტალიელი პოეტი, გარდაიცვალა 1533 წელს.

1656 — ედმუნდ ჰალეი, ინგლისელი ასტრონომი, გარდაიცვალა 1742 წელს.

1711 — მიხაილ ლომონოსოვი, რუსი მეცნიერი, გარდაიცვალა 1755 წელს.

1786 — ალექსანდრე ჭავჭავაძე, პოეტი-რომანტიკოსი, გარდაიცვალა 1846 წელს.

1837 — ილია ჭავჭავაძე, დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული. მუხანათურად მოკლეს 1907 წელს.

1876 — მიხეილ ქორიძე, რეჟისორი, გარდაიცვალა 1949 წელს.

1880 — მიხეილ ჯავახიშვილი, კლასიკოსი მწერალი, მოკლეს 1937 წლის ცნობილი მოვლენების დროს.

1900 — მარგარეტ მიტჩელი, ამერიკელი მწერალი, გარდაიცვალა 1949 წელს.

1935 — ალენ დელონი, ფრანგი კინომსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1674 — ჯონ მილტონი, ინგლისელი პოეტი, დაიბადა 1608 წელს.

1807 _ დარეჯანი, ქართლ-კახეთის დედოფალი, ერეკლე II-ის მეუღლე.

1953 — ივან ბუნინი, რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1870 წელს.

მოვლენები:

1793 წელი — საფრანგეთის მეფეთა სასახლე – ლუვრი გაიხსნა მნახველთათვის.

1859 წელი — ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა რადიაქტიური სხივი, რომელსაც მისი სახელი უწოდეს.

1960 წელი — აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დემოკრატმა ჯონ კენედიმ.

1964 წელი — ეისაკუ სატო იაპონიის პრემიერ-მინისტრი გახდა.

1966 წელი — კინომსახიობი რონალდ რეიგანი კალიფორნიის შტატის გუბერნატორად აირჩიეს.

1975 წელი — ბალტიის საბჭოთა ფლოტის ხომალდ `სტოროჟევოიზე~ აჯანყება მოხდა.

1987 წელი — იორდანიაში არაბული სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრა გაიმართა.

1988 წელი — აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჯორჯ ბუშმა.

ღირსსახსოვარი დღე:

ხარისხის მსოფლიო დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`