უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

9 დეკემბერი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 9 დეკემბერი

წლის 346-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 22 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა ალვიჰი მესვეტისა (VII); ღირსისა იაკობ განდეგილისა (457) ; დიდმოწამე გიორგის ტაძრის განახლებისა კიევში (1051-1054); ღირსისა აკაკი სინელისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა (VI).

დაიბადნენ:

1608 – ჯონ მილტონი, ინგლისელი პოეტი, გარდაიცვალა 1674 წელს.

1717 – იოჰან ვინკელმანი, გერმანელი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, კლასიციზმის ესთეტიკის ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1766 წელს.

1748 – კლოდ ლუი ბერთოლე, ფრანგი ქიმიკოსი, ბერთოლეს მარილის აღმომჩენი.

1842 – პიოტრ კროპოტკინი, რუსი გეოგრაფოსი, ისტორიკოსი, ანარქისტული მოძრაობის ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1921 წელს.

1844 _ ალექსანდრე ცაგარელი, ფილოლოგი, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1929 წელს.

1916 – კერკ დუგლასი, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი.

1917 – ლეო რეინუოტერი, ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1926 – ლუის მიგელ დომინგინი, ცნობილი ესპანელი მატადორი.

გარდაიცვალნენ:

1292 – საადი, სპარსი მოაზროვნე და მწერალი, დაიბადა 1203 წელს.

1641 – ანტონის ვან დეიკი, ფლამანდიელი ფერმწერი, დაიბადა 1599 წელს.

1814 – ჯოზეფ ბრამანი, ჰიდრავლიკური წნეხის ინგლისელი გამომგონებელი.

1937 – ნილს გუსტავ დალენი, შვედი ინჟინერი, სინათლის ავტომატური რეგულატორის გამოგონებისათვის 1912 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, დაიბადა 1869 წელს.

1941 – დმიტრი მერეჟკოვსკი, რუსი პოეტ-რომანისტი.

1969 – სერგეი სტოლიაროვი, ცნობილი რუსი კინომსახიობი, დაიბადა 1911 წელს.

მოვლენები:

1824 – პერუში ბოლივარის ხელმძღვანელობით მოხდა გადამწყვეტი შეტაკება ამერიკაში ესპანური კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

1832 _ იასე ფალავანდიშვილმა გასცა 1832 წლის შეთქმულება, რომელიც მიმართული იყო საქართველოში რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ.

1842 – ინგლისში გამოვიდა პირველი საშობაო ღია ბარათი.

1909 – ავსტრალიაში თვითმფრინავით პირველი გაფრენა 11 მეტრის სიმაღლეზე შეასრულა ცნობილმა ავტომრბოლმა კოლინ დეფრისმა.

1948 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია გენოციდისათვის დასჯის შესახებ და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია.

1992 – ინგლისელმა პრინცმა ჩარლზმა და პრინცესა დაიანამ ოფიციალურად გამოაცხადეს თავიანთი განშორების შესახებ.

1993 – ბრიუსელში რფ პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ხელი მოაწერა ერთობლივ პოლიტიკურ დეკლარაციას ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ.

2000 – გერმანიაში დაანგრიეს „ცივი ომის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო – ბერლინის კედელთან მდებარე სადარაჯო კოშკი.

ღირსსახსოვარი დღე:

ტანზანია — რესპუბლიკისა და დამოუკიდებლობის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე