უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

9 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 9 ნოემბერი

წლის 314-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 52 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა ნესტორ თესალონიკელისა (დაახლ. 306); მოწამეთა კაპეტოლინასი და ეროტეისისა (304); მოწამისა მარკოზისა და მისთანათა.


წმიდა მოწამე ნესტორი ეწამა 306 წელს, ქალაქ სოლუნში, წმიდა დიდმოწამე დიმიტრი სოლუნელთან ერთად.

ღირსი მამა ნესტორ მემატიანე დაიბადა XI საუკუნის 50-იან წლებში. ჯერ კიდევ სიჭაბუკეში მივიდა იგი ღირს თეოდოსისთან და მორჩილად დაუდგა მას. ღირსი ნესტორი წმიდა თეოდოსის მემკვიდრემ, იღუმენმა სტეფანემ აღკვეცა ბერად. მის დროსვე იგი მთავარ დიაკვნად აკურთხეს. ღირსი ნესტორი დიდად აფასებდა ჭეშმარიტ ცოდნას, შერწყმულს სიმდაბლესა და მორჩილებასთან.

ღირსი ნესტორ მემატიანე გარდაიცვალა დაახლოებით 1114 წელს. იგი დაკრძალულია ღირსი ანტონ პეჩორელის მღვიმის სავანეში.

დაიბადნენ:

1818 _ ივან ტურგენევი, რუსი მწერალი, გარდაიცვალა 1883 წელს.

1832 _ ემილ გაბორიო, ფრანგი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1873 წელს.

1841 _ ედუარდი VII, ინგლისის მეფე, გარდაიცვალა 1910 წელს.

1845 _ ევგენი ვეიდენბაუმი, კავკასიოლოგი, არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი, გარდაიცვალა 1918 წელს.

1885 _ ჰერმან ვაილი, გერმანელი მათემატიკოსი, გარდაიცვალა 1955 წელს.

1888 _ ჟან მონე, ფრანგი ეკონომისტი, ევროპის ინტეგრაციის ინიციატორი, გარდაიცვალა 1959 წელს.

1901 _ სოლომონ ყუბანეიშვილი, ქართველი ლიტერატურათმცოდნე, გარდაიცვალა 1986 წელს.

1910 _ დავით თავხელიძე, ქართველი მეცნიერი მექანიზმებისა და მანქანების თეორიის დარგში.

1917 – ინდირა განდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, დაიღუპა 1984 წელს.

გარდაიცვალნენ:

959 _ კონსტანტინე პორფიროგენოტი, ბიზანტიის იმპერატორი.

1907 _ ალექსანდრე (ალექსი ოქროპირიძე), ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

1918 _ გიიომ აპოლინერი, ფრანგი პოეტი, დაიბადა 1880 წელს.

1940 _ ნევილ ჩემბერლენი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი, დაიბადა 1869 წელს.

1952 _ ხაიმ ვეიცმანი, ისრაელის პირველი პრეზიდენტი, დაიბადა 1874 წელს.

1970 _ შარლ დე გოლი, გენერალი, საფრანგეთის პოლიტიკური, სახელმწიფო მოღვაწე, პრეზიდენტი, დაიბადა 1890 წელს.

1977 _ დავით V (ხარიტონ დევდარიანი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი.

1991 _ ივ მონტანი, ფრანგი მსახიობი და მომღერალი, დაიბადა 1921 წელს.

მოვლენები:

1794 წელი _ რუსეთის არმიამ მოახდინა ვარშავის ოკუპაცია.

1900 წელი _ რუსეთის 100 ათასიანმა არმიამ დაასრულა მანჯურიის ოკუპაცია.

1906 წელი _ პირველად გადაიცა უბედურების სიგნალი `შOშ” — „იხსენით ჩვენი სულები“.

1911 წელი _ პარიზელმა ჟორჟ კლოდმა დააპატენტა ნეონის რეკლამა.

1926 წელი _ იტალიაში მიიღეს კანონი ნეოფაშისტური პროფკავშირების აკრძალვის შესახებ.

1938 წელი _ `ბროლის ღამე” ნაცისტურ გერმანიაში დაწვეს ებრაელთა სახლები, სკოლები და სინაგოგები.

1965 წელი _ დიდ ბრიტანეთში აიკრძალა სიკვდილით დასჯა.

1967 წელი _ საფრენი აპარატი `შურვეყორ 6” დაეშვა მთვარეზე.

1985 წელი _ 22 წლის გარი კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჭადრაკში.

1989 წელი _ დაიწყო ბერლინის კედლის დანგრევა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`