უკან

დღის კალენდარი

9 ოქტომბერი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 9 ოქტომბერი

წლის 282-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 83 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (II საუკუნის დასაწყისი); დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლი ხატისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან ჩამოაბრძანეს (1989). ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა.

მიცვალება ყოვლადქებული მოციქულისა და მახარებლისა, წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა.
იოანე ღვთისმეტყველი იყო ძე ზებედესი და სალომესი. ის თავის ძმასთან ერთად იესოს თორმეტ მოწაფეთა შორის იყო. იესოს ჯვარცმის შემდეგ იოანე მოყვარულ შვილსავით ზრუნავდა მარიამზე, რომელიც უფალმა მას ჩააბარა. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ იოანე ეფესოსა და მცირე აზიის სხვა ქალაქებში გაემართა სახარების საქადაგებლად.

ამ ხანებში დაიწყო სასტიკი დევნულობა ქრისტიანებისა იმპერატორ ნერონისაგან. წმ.იოანე შეიპყრეს და განსასჯელად რომში წაიყვანეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ უფალმა დაიფარა თავისი რჩეული. მოციქულმა მორჩილად დალია სასიკვდილო საწამლავი და ცოცხალი დარჩა.

უფალმა იესო ქრისტემ თავის საყვარელ მოწაფეს _ იოანე ღვთისმეტყველსა და მის ძმას მოციქულ იაკობს მიანიჭა სახელი „ძენი ქუხილისანი” _ ანუ მაუწყებლად და მატარებელად გახადა ისინი ზეციური ცეცხლისა.

დაიბადნენ:

1202 _ რობერ დე სორბონი, ფრანგი თეოლოგი, XVII საუკუნიდან მის სახელს ატარებს პარიზის უნივერსიტეტი. გარდაიცვალა 1274 წელს.

1547 _ მიგელ დე სერვანტეს საავედრა, დიდი ესპანელი მწერალი. გარდაიცვალა 1623 წელს.

1835 _ შარლ კამილ სენ-სანსი, ფრანგი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1921 წელს.

1843 _ ნიკო ნიკოლაძე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1928 წელს.

1874 _ ნიკოლაი რერიხი, რუსი მხატვარი. გარდაიცვალა 1947 წელს.

1891 _ სერგეი იუდინი, რუსი ქირურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1954 წელს.

1901 _ იარომირ იედლიჩკა, ჩეხი ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, მთარგმნელი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1904 _ მიკოლა ბაჟანი, უკრაინელი პოეტი. რუსთაველის პრემია მიენიჭა ვეფხვისტყაოსნის უკრაინულად თარგმანისთვის. Gგარდაიცვალა 1984 წელს.

გარდაიცვალნენ:

1909 _ ჩეზარე ლომბროზო, იტალიელი ექიმი-ფსიქიატრი და ანთროპოლოგი, დაიბადა 1835 წელს.

1926 _ ვასო აბაშიძე, გამოჩენილი ქართველი მსახიობი, დაიბადა 1854 წელს.

1958 _ პიუს XII, რომის პაპი. დაიბადა 1876 წელს.

1967 _ ანდრე მორუა, ფრანგი მწერალი. დაიბადა 1885 წელს.

მოვლენები:

1776 წელი _ ესპანელი მისიონერები დასახლდნენ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა სან-ფრანცისკო ეწოდება.

1836 _ რუსეთში გაიხსნა პირველი რკინიგზა.

1855 წელი _ ისააკ ზინგერმა საკერავი მანქანა დააპატენტა.

1874 _ დაარსდა მსოფლიო საფოსტო კავშირი.

1876 _ პირველი ორმხრივი სატელეფონო საუბარი გარეგაყვანილობით.

1914 წელი _ I მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიამ ბელგია დაიკავა.

1915 _ ავსტრია-უნგრეთმა დაიპყრო ბელგრადი.

1940 წელი _ ლონდონში წმ. პავლეს საკათედრო ტაძარი დაბომბეს ნაცისტებმა.

1944 _ გაიხსნა მოსკოვის კონფერენცია. ჩერჩილი და აშშ_ს წარმომადგენელი ჰარიმანი შეხვდნენ სტალინს და განიხილეს შემდგომი საბრძოლო მოქმედებების გეგმა.

1953 _ კონრად ადენაუერი აირჩიეს დასავლეთ გერმანიის კანცლერად.

1961 _ ტანგანიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

1962 _ უგანდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

1975 _ ანდრეი სახაროვს მიანიჭეს ნობელის პრემია.

1980 _ ჩესლავ მილოშს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს.

1984 _ პირველი ამერიკელი ქალი _ ქეითი სალივანი გაფრინდა კოსმოსში.

1991 _ საბჭოთა კავშირმა ლატვიასა და ესტონეთთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა.

1997 – დარიო ფოს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

ფოსტის მსოფლიო დღე
აზერბაიჯანი – არმიის დღე
უგანდა — დამოუკიდებლობის დღე.
სამხრეთ კორეა — კორეული ანბანის დღე.
პერუ — ეროვნული ღირსების დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`