უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 სექტემბერი, 2023 12:04
font-size

აუცილებლად მიგვაჩნია საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მივცეთ სამართლებრივი ფორმა და ოფიციალური განცხადებით მივმართოთ გენერალურ პროკურორს - ვასო ურუშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, პარტიის ადვოკატთან ლაშა ტყეშელაძესთან ერთად, გენერალურ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართა.

საქმე ეხება პრემიერ ღარიბაშვილის შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულს.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მოლოდინი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთი განშტოება საქართველოს პროკურატურა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად არის ქცეული დაინტერესდება ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციული მოღვაწეობით, თუმცა აუცილებლად მიგვაჩნია საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მივცეთ სამართლებრივი ფორმა და ოფიციალური განცხადებით მივმართოთ გენერალურ პროკურორს.

დიდი ალბათობით, როგორც ეს სხვა შემთხვევებშიც ხდებოდა, ეს განცხადებაც რეაგირების გარეშე შემოიდება თაროზე, მაგრამ როცა ძალიან მალე საქართველოს ეყოლება რეალურად დემოკრატიული ხელისუფლება, დამოუკიდებელი პროკურატურით და თავისუფალი სასამართლოთი ყველა საქმე რომელიც დღეს თაროზეა შემოდებული და უკავშირდება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო კორუფციულ დანაშაულებს, იხილავს მზის შუქს და სამართლიანობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით მათ მოუწევთ აგონ პასუხი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

სახელმწიფო ხარჯზე ღარიბაშვილის ამერიკული ტურნე კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად, რომლითაც დასჯადაა გამოცხადებული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან თანამდებობის გამოყენებით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც სახელმწიფო ინტერესის დარღვევა და სახელმწიფო ზიანი გამოიწვია, რაც ისჯება ჯარიმით და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

პრემიერის ოჯახის წევრის, მეუღლის დაბადების დღის წვეულებისთვის კოლოსალური ოდენობის ხარჯები უნდა წარმოადგენდეს ღარიბაშვილის, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ქრთამის აღებად (პირდაპირ ან არაპირდაპირ ქონებრივი სარგებლის ან უპირატესობის მიღება), რაც წარმოადგენს დანაშაულს, გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 11-დან 15 წლამდე.

ორივე დანაშაულის გამოძიების და სავარაუდო ბრალდებულის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ვადა 15 წელია“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი