უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2023 13:22
font-size

კობახიძე იმსახურებს იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გევრდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში - ლევან ხაბეიშვილი

მმართველი პარტიის ლიდერების გზვანილებზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"არ აქვს მნიშვნელობა არანაირ პარტიულ ინტერესებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ქარველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს, გააკეთოს ყველაფერი, რომ იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში... რა უნდა მოხდეს, რომ საქართველო გახდეს ერთიანი? პასუხი ცალსახა და მარტივია რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში... რუსეთი მარცხდება უკრაინაში. მარცხდება იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა არის ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკის 2% და მას უპირისპირდება სრულიად ცივილიზებული სამყარო. მარცხდება იმიტომ, რომ განვითარებული სამყაროსთვის რუსეთის დამარცხება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის. მარცხდება გმირი უკრაინელი ხალხისა და მათ შორის გმირი ქართველი მებრძოლების თავგანწირვით. რუსეთმა დატოვა კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის ოლქები, დატოვეს ხერსონი, ლიმანი, იზიუმი და ბოლო რუსი ჯარისკაცი აუცილებლად დატოვებს უკრიანას. რუსეთის დამარცხება გარდაუვალია" ,- თქვა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "რუსული ოცნება" არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას, რადგან ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გულშემატკივრობს უკრაინას.

"მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ უნდა იცოდეს,რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისკენ და მისი ქვეყნის გაერთიანებისკენ...პუტინის ლაქია, მსახური, კობახიძე იმსახურებს იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გევრდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში",- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ახლა საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია, რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს". იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ რუსეთი "გაცილებით წინ არის წაწეული", რასაც მან სამწუხარო რეალობა უწოდა.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი