დღის კალენდარი _ 24 აგვისტო

წლის 227-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 139 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა ევპოლოს მთავარდიაკონისა (304); მოწამისა სოსანა ქალწულისა და მისთანა: გაიოზ რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდისა, მაქსიმესი, პრეპედიგონასი და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფესი (295-296).

ხსენება სუსანა ქალწულისა და მასთან ერთად გაიოზ რომთა პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდისა, მაქსიმესის, პერპედიგონასის და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფესისა.

წმიდა სოსანას ოჯახი იმპერატორ დიოკლეტიანეს ნათესავი იყო. წმიდანის ოჯახმა ნათლობა მიიღო. იმპერატორმა ეს რომ გაიგო, ისინი რომიდან გააძევა. მალე მოწამენი ოსტიაში დაწვეს, ხოლო მათი ფერფლი ზღვაში გადაყარეს.

ხსენება ღირსი მამა პასარიონისა. წმიდანი V საუკუნეში მოღვაწეობდა. იყო პალესტინის ქორეპისკოპოსი, ღირსი მამა ეფრემ დიდის თანამოსაუბრე.

ხსენება წმიდა მარიამ სინკლიტიკიასისა. წმიდანი განიკურნა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მიერ, რომელიც იმპერატორ ტიბერიუსის დროს მოევლინა.

ხსენება მღვდელმთავარი ნიფონტისა — კონსტანტინოპოლის პატრიარქისა. იგი ბერძენი იყო. ბერად ეპიდავრიაში ეკურთხა. მოგვიანებით მიტროპოლიტად და ბოლოს კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. გარდაიცვალა 1460 წლის 24 აგვისტოს.

დაიბადნენ:

1750 _ ლეტიცია ბონაპარტე, ნაპოლეონ პირველის დედა.

1839 _ ედუარდ ნაპრავნიკი, რუსი დირიჟორი, კომპოზიტორი.

1848 — ევგენი ლანსერე, რუსი მოქანდაკე.

1896 _ ალექსანდრე მაყაშვილი, ბოტანიკოსი.

1898 _ სერგეი სპასკი, რუსი პოეტი, ქართველი კლასიკოსების მთარგმნელი.

1899 _ ხორხე ლუის ბორხესი, არგენტინელი მწერალი.

1903 _ სიკო ფალავანდიშვილი, კინომსახიობი და რეჟისორი.

1912 _ გიორგი კალანდაძე, პოეტი, ლიტერატურათმცოდნე.

1914 _ პარმენ ზაქარაია, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი.

1924 _ გიორგი ცაბაძე, კომპოზიტორი. Gგარდაიცვალა 1986 წელს.

1930 _ ნოდარ ამაღლობელი‚ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პარლამენტის წევრი. გარდაიცვალა 2004 წელს.

1950 _ ნანა ჯორჯაძე, არქიტექტორი, კინორეჟისორი, ევროპისა და ამერიკის კინოაკადემიის წევრი.

1948 _ ჟან-მიშელ ჟარი, ფრანგი კომპოზიტორი, ლაზერულ-კომპიუტერული შოუს ორგანიზატორი.

გარდაიცვალნენ:

79 _ პლინიუს უფროსი (გაიუს პლინიუს სეკუნდუსი) — რომაელი მწერალი, ფილოსოფოსი. დაიღუპა ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას.

1540 _ ფრანჩესკო პარმიჯანინო‚ იტალიელი ფერმწერი.

1846 _ ივან კრუზენშტერნი‚ რუსი ზღვაოსანი, ადმირალი.

1832 _ ნიკოლა ლეონარ სადი კარნო‚ ფრანგი ფიზიკოსი, თერმოდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1921 _ ნიკოლაი გუმილიოვი‚ რუსი პოეტი.

მოვლენები:

79 წელი _ ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი.

410 წელი _ რომს ალყა შემოარტყეს ვესტგოთებმა. აქედან დაიწყო დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა.

1349 წელი _ კიოლნში (გერმანია) ებრაელებმა თავი დაიწვეს, რათა იძულებითი
ნათლობა აეცილებინათ თავიდან.

1572 წელი _ ბართლომეს ღამე — კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში. დახოცეს 3000-ზე მეტი ჰუგენოტი.

1578 _ ოსმალთა ჯარის სარდალმა მუსტაფა ლალა-ფაშამ აიღო თბილისი.

1821 წელი _ მექსიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ესპანეთისგან.

1914 წელი _ გერმანიის არმიამ დაიპყრო ბელგია.

1931 წელი _ სსრკ-მ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას.

1932 წელი _ ანელია ირჰარტი პირველი მფრინავი ქალი გახდა, რომელმაც განახორციელა ტრანსკონტინენტური გადაფრენა აშშ-ზე.

1944 წელი _ რუმინეთი გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაერთო.

1949 წელი — ძალაში შევიდა გადაწყვეტილება ნატოს შექმნის შესახებ.

1966 წელი — საბჭოთა კავშირმა გაუშვა თანამგზავრი „ლუნა-11“ მთვარის ირგვლივ ორბიტაზე.

1991 წელი _ მიხეილ გორბაჩოვი ცკ-ის გენერალური მდივნობიდან გადადგა.

1991 წელი _ უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1995 წელი _ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია.

ღირსსახსოვარი დღეები:

უკრაინა _ დამოუკიდებლობის დღე.

ყაზახეთი _ ეროვნული დროშის დღე.

ლიბერია – დროშის დღე.