უკან

პოლიტიკა

4 ნოემბერი, 2020 17:10
font-size

ასეთი გაყალბებული არჩევნები გაყალბების ბევრჯერ მნახველ ქართველ ხალხს არ ახსოვს - ფიქრია ჩიხრაძე

"ლელოს" ლიდერებმა ფიქრია ჩიხრაძემ ბრიფინგი გამართა. სადაც საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს და ფაქტები წარადგინეს.

მისი თქმით, ასეულობით საჩივარია შესული საოლქო კომისიაში, ამდენივე არ არის შესული რადგან ზოგის ანალიზი ვერ მოესწრო.

“ვერ მოხერხდა ყველა ოქმის გასაჩივრება რადგან ძალიან დიდი გაურკვევლობაა თითოეულ მათგანში. წარმოუდგენელია სრული სურათი შეიქმნას მოკლე დროში, რა დროშიც გვევალებოდა ამის გაკეთება.
სამგორის ოლქში 97 უბნის გახსნა და გადათვლა მოხერხდა. ჩვენი ხმები მაჟორიტარულში იყო განულებული, ხოლო პროპორციულში საგრძნობლად დაკლებული. გასაჩივრების შემდეგ დავინახეთ, რომ ჩემი როგორც მაჟორიტარის ხმები გადაყრილი იყო ბათილ ბიულეტენებში. თითქმის ნაგავში, სადაც საერთოდ შეუვსებელი ან გაფუჭებული ბიულეტენებია ჩაყრილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამაკლეს 49 ხმა, ხოლო პარტიას 20. სამაგიეროდ 200 ხმა იყო დამატებული 41 ნომრის სასარგებლოდ. 78 უბანზე უნდა ყოფილიყო 772 და აღმოჩნდა 726. ჯამურად მთელ საქართველოში სადაც 3847 უბანია, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3,5 %-ია. დაახლოებით იმდენი რამდენიც დაგვიწერეს რამდენიმე პოლიტიკურ ძალას. თბილისში 5%-ზე მეტია გაბათილებული რადგან აქ ყველაზე მეტად უჭირდათ მაჟორიტარებს მოგება.მადლობა მინდა გადავუხადო, საზოგადოებას, რადგან აქტიურად იყვნენ ჩაბმულები პროცესში,” - განაცხადა ჩიხრაძემ.

ჩიხრაძის თქმით მიუხედავად დაძაბული ვითარების საოლქო კომისიები, არ აპირებენ უბნის ხელახლა
გადათვლას, რადგან მათი თქმით ყოველი მეორე გასაჩივრებულია და ამდენს ვერ გადათვლიან.

“125 მუხლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აძლევს უფლებას, როდესაც ასეთი მასშტაბური დარღვევებია, გადაითვალოს ყველა ოლქში უბნები, რომ რეალურად დავინახოთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რადგან ასეთი გაყალბებული არჩევნები გაყალბების ბევრჯერ მნახველ ქართველ ხალხს და პოლიტიკას არ ახსოვს. უნდა მოხდეს იმ ადამინების იდენტიფიკაცია ვინც ამ გაყალბებებში მონაწილეობდა და შესაბამის პასუხისმგებლობაში მიეცნენ ისინი. პირადად მე მაქვს 87 უბნის ოქმი, სადაც ვინმე ხათუნა აწერს სახელს გვარის გარეშე, ეს არის გაყალბების ერთ-ერთი მცდელობა. თუ ამ საკითხს ახლა არ მივხედავთ ვერასდროს ვერ ვეღირსებით დემოკრატიულ არჩევნებს,” - განაცხადა ჩიხრაძემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი